აფერინი ფორტე ტაბლეტი #30

აფერინი ფორტე ტაბლეტი #30

თურქეთი

ბილიმი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: პარაცეტამოლი 650მგ; ქლორფენირამინის მალეატი 4მგ; ასევე შეიცავს ტიტანის დიოქსიდს (E 171) და ქინოლინის ყვითელს (E 104) საღებავი ნივთიერების სახით.

ჩვენებები: ა-ფერინ ფორტე ტაბლეტი გამოიყენება ცხვირიდან გამონადენის, ცემინების, ცხვირსა და ყელში ქავილის, თავის ტკივილის კუნთების ტკივილის, ყელის ტკივილის, დაღლილობის, ციების, რინიტის, გრიპთან ასოცირებული თვალებიდან ცრემლდენის, ქავილის და ზოგადი გაციების დროს.

უკუჩვენებები: ა-ფერინ ფორტეს ტაბლეტები არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

დოზირება და მიღების წესი: მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზემოთ: 1 ტაბლეტი ყოველ 4 ან 6 საათში ერთხელ. არ შეიძლება დღეში 6 ტაბლეტზე მეტის მიღება. არ გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

გაფრთხილებები-უსაფრთხოების ზომები: იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურის დაკლება და კლინიკური გაუმჯობესება არ აღინიშნება ან ცხელება გრძელდება 3 დღეზე მეტ ხანს, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ა-ფერინ ფორტეს ტაბლეტების გამოყენება 7 დღეზე მეტი ხანგრძლივობით არ შეიძლება. ა-ფერინ ფორტეს ტაბლეტები არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. ა-ფერინ ფორტეს ტაბლეტებით მკურნალობისას გასათვალისწინებელია ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს: არ შეიძლება მისი გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს, თუ არ არის რეკომენდებული ექიმის მიერ.

ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშობა: ა-ფერინ ფორტეს ტაბლეტებმა შეიძლება გამოიწვიოს ფსიქომოტორული დარღვევები, რომლებიც ახდენენ მძიმე ზეგავლენას პაციენტის მექნიზმებთან მუშაობის ან მართვის უნარზე.

გვერდითი მოვლენები: კანზე გამონაყარი, ბუნდოვანი მხედველობა. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედებები და სხვა სახის ურთიერთქმედებანი: ანტიჰისტამინებმა შეიძლება გააძლიერონ ალკოჰოლისა და ანტიდეპრესანტების მოქმედება. მაოს-ინჰიბიტორებმა შეიძლება გააძლიერონ ან გაახანგრძლივონ ანტიჰისტამინების ანტიმუსკარინული და სედაციური (ცენტრალური დეპრესნატი) მოქმედება. ანტიეპილეფსიურმა პრეპარატებმა, ბარბიტურატებმა, ტრიციკლურმა ანტიდეპრესანტებმა და ალკოჰოლმა შეიძლება გაახანგრძლივონ პარაცეტამოლის პლაზმური ნახევარდაშლის პერიოდი. ანტიკონვულსანტებმა და სტეროიდულმა შიგნით მისაღებმა კონტრაცეპტივებმა შეიძლება გამოიწვიოს ფერმენტების ინდუქცია ღვიძლში ხანგრძლივი გამოყენებისას. ამან თავის მხრივ შეიძლება შეამციროს პარაცეტამოლის შეწოვა.

დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ნერვიულობა, აშლილობა, ჰალუცინაციები, კონვულსიები და არითმიები. კუჭი უნდა გამოირეცხოს კუჭის ლავაჟით და უნდა დაიწყოს სიმპტომური მკურნალობა. პირველი 16 საათის განმავლობაში გამოიყენება აქტიური ნახშირი ან სპეციფიკური პარაცეტამოლის ანტიდოტი, N-აცეტილცისტენი. თუ დაგეგმილია N-აცეტილცისტენის გამოყენება, ცოტათი ადრე შეყვანილი აქტიური ნახშირი უნდა გამოირეცხოს კუჭის ამორეცხვით. გამოიყენება ჰემოდიალიზი და ჰემოპერფუზია.

შენახვა: ინახება არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში.

შეფუთვა: 30 აპკით შემოგარსული ტაბლეტი ბლისტერზე.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ბილიმ ილაჯ სანაი ვე ტიჯარეთ ა.შ., თურქეთი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბილიმი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
პარაცეტამოლი+ქლორფენირამინი
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი