ა-ცერუმენი სპრეი ყურის 40მლ ფლაკონი #1

ა-ცერუმენი სპრეი ყურის 40მლ ფლაკონი #1

საფრანგეთი

ჟილბერტი
პროდუქტის შესახებ
ყური წარმოადგენს რთულ ორგანოს, რომელიც შედგება სამი ერთმანეთისაგან გამორჩეული
ნაწილისაგან (გარე, შუა და შიდა ყური), რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანის სმენის
უნარს.
გარეთა სმენის არხზე, რომელიც გარე ყურს აკავშირებს შუა ყურთან, მოთავსებულია ქონის
ჯირკვლები, რომლებიც გამოყოფენ ცხიმოვან მუქი ყვითელი ფერის ნივთიერებას გოგირდს.
ყურის გოგირდის დანიშნულება

გოგირდი იცავს ყურს ინფექციისგან, მტვრისა და უცხო სხეულებისგან. ის უზრუნველყოფს
გარეთა სასმენი არხის კანის ზედაპირზე ბუნებრივად არსებული ბაქტერიების კონტროლს.
საბოლოოდ, ის ახორციელებს შუა ყურის დარბილებას და იცავს მას გამყარებისაგან, რაც
ბგერების გადაცემის საშუალებას იძლევა.
რატომ არის მნიშვნელოვანი ყურებისათვის ჰიგიენის დაცვა

ჩვეულებრივ პირობებში, ყბების მოძრაობის შედეგად ღეჭვის დროს ყურის გოგირდი
ბუნებრივად გადაადგილდება გარეთა სასმენი არხიდან გარეთ.
აღნიშნული პროცესის ნებისმიერი სახის დარღვევა იწვევს ყურის გოგირდის დაგროვებას,
რაც ხელს უშლის ყურის სათანადოდ ფუნქციონირებას, რასაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს
სმენის დაქვეითება, ზუზუნი ყურებში, თავბრუსხვევა და სხვ.
ყურის ჰიგიენური საშუალებების გამოყენებით შესაძლებელია გარეთა სასმენი არხის
გასუფთავება და მისი დაცვა ცხიმოვანი ნივთიერებების დაგროვებისაგან.
რას წარმოადგენს ა-სერუმენი
ა-ცერუმენი არის ყურის ჰიგიენური დაცვის საშუალება, რომელიც შეიცავს ზედაპირულად
აქტიურ აგენტებს.
ა-ცერუმენი რეკომენდებულია ბავშვებში 30 თვის ასაკიდან და მოზრდილებისათვის.
- რეგულარულად გამოყენებისას, ა-სერუმენი უზრუნველყოფს ყურის გაწმენდას გოგირდის
ნარჩენებისაგან და იცავს მას ცხიმოვანი ნივთიერების დაგროვებისაგან.
- ა-სერუმენი უზრუნველყოფს გოგირდის საცობების დაშლას.
ახალშობილებსა და ჩვილებში გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
შეფუთვა

10ხ2 მლ ერთდოზიანი პაკეტები.
ერთდოზიანი პაკეტების გამოყენება მარტივია და უსაფრთხო.
შემადგენლობა

ჩაი – კოკოილის ჰიდრალიზებული კოლაგენი 20.00 გ
კოკო – ბეტაინი 6.00 გ
PEG 120 მეთილგლუკოზის დიოლეატი 1.50 გ
დამხმარე საშუალებები 100 გ-მდე
დოზირება

1. თითოეულ ყურში უნდა მოხდეს ერთდოზიანი პაკეტის შემცველობის ნახევრის ჩაწვეთება.
2. სითხე ყურში უნდა გაჩერდეს დაახლობით 1 წუთის განმავლობაში.
3. ყურის ამორეცხვა უნდა მოხდეს სტერილური 0.9%-იანი ფიზიოლოგიური მარილხსნარით.
გაფრთხილება

გახსნის შემდეგ პაკეტის გამოყენება უნდა მოხდეს 24 საათის განმავლობაში.
პროდუქტი ინახება არა ნაკლებ 300ჩ-ზე.
სიფრთხილის ზომები

მოერიდეთ პაკეტის თავის სასმენ არხში ღრმად მოხვედრას მისი გაღიზიანების თავიდან
ასაცილებლად.
პროდუქტი არ გამოიყენება, თუ შუა ყური პერფორირებულია, პაციენტს აღენიშნება ყურის
ინფექცია ან გაკეთებული აქვს სავენტილაციო მილი.
ყურის ტკივილისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
მოერიდეთ პროდუქტის მოხვედრას თვალებში.
მოერიდეთ პროდუქტის გადაყლაპვას.
პროდუქტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი:

Lაბორატორიეს GILBEღთ
14204 Hეროუვილლე-შაინტ-ჩლაირ
თარგმანი შეესაბამება ორიგინალს: ნ.გეჯაძე
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ჟილბერტი
ქვეყანა
საფრანგეთი
ჯენერიკი
ნატრიუმის აცილსარკოსინატი+საქაროზის ეთერი
ფორმა
სპრეი ყურის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
40მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი