პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: პრეპარატის 1მლ შეიცავს: მოქმედ ნივთიერებებს: დორზოლამიდის ჰიდროქლორიდს (22,6მგ) 20მგ დორზოლამიდზე გადაანგარიშებით, თიმოლოლის მალეატს (6,84მგ) 5მგ თიმოლოლზე გადაანგარიშებით; დამხმარე ნივთიერებებს: გიეთილლოზას–1.0მგ, ლიმონის მჟავას მონოჰიდრატს–4,0მგ, 1 M ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარს–0,066მლ, მანიტოლს–20მგ, ბენზალკონიუმის ქლორიდს–0,075მგ, 1 M ნატრიუმის ჰიდროქსდის ხსნარს-1 M ჰიდროქლორინის მჟავის ხსნარს pH 5,6+0,1-მდე, გასუფთავებულ წყალს–1მლ-მდე.
გამოყენების ჩვენება: მომატებული თვალშიდა წნევა ღიაკუთხოვანი გლაუკომისა და ფსევდოექსფოლიატური გლაუკომის დროს მონოთერაპიის არასაკმარისი ეფექტურობისას.
უკუჩვენებები: სასუნთქი გზების ჰიპერმგრძნობელობა, ბრონქული ასთმა; ფილტვების მძიმე ქრონიუკულ-ობსტრუქციული დაავადება; სინუსური ბრადიკარდია, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, სინოატრიალური ბლოკადა, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა II-III ხარისხის; გულის მძიმე უკმარისობა; კარდიოგენური შოკი; თირკმელების მძიმე ხარისხის უკმარისობა, ჰიპერქლორემიული აციდოზი; დისტროფიული პროცესები რქოვანაში; ორსულობა და ლაქტაცია; ბავშვთა და მოზარდთა ასაკი; მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.სიფრთხილით: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ანამნეზში, გულის უკმარისობის ჩათვლით; I ხარისხის AV-ბლოკადა; ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება მსუბუქი და საშუალო სიმძიმით; რეინოს დაავადების ან რეინოს სინდრომის მძიმე ფორმები; თირკმელების უკმარისობა; ხანდაზმული ასაკი; შაქრიანი დიაბეტი; უროლითიაზი; ჰიპერთირეოზი; დარღვევები რქოვანას მხრივ.
გამოყენება პედიატრიაში: 18 წლამდე გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება გამოკვლეული არ არის.
გამოყენების წესი და დოზები: რეკომენდებულია პაციენტმა ჩაიწვეთოს თითო წვეთი თვალის (ან ორივე თვალის) კონიუქტივალურ ტომარაში 2-ჯერ დღე-ღამეში. იმ შემთხვევაში, თუ გლავოპტ ფორტე ინიშნება გალუკომის სამკურნალოდ სხვა ოფთალმოლოგიური პრეპარატის სანაცვლოდ, უკანასკნელი უნდა მოიხსნას 1 დღით ადრე გლავოპტ ფორტეს დაწყებამდე. სხვა ადგილობრივ ოფთალმოლოგიურ პრეპარატებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, გლავოპტ ფორტეს შეყვანა უნდა მოხდეს 10წთ ინტერვალით. ნაზოლაკრიმალური ოკლუზიის (ქუთუთოების დახამხამების) დროს, 2 წუთი პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ, ხდება მისი სისტემური აბსორბციის დაქვეითება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი მოქმედების გაძლიერება. გლავოპტ ფორტე წარმოადგენს სტერილურ ხსნარს, ამიტომ პაციენტებს უნდა მიეწოდოს ფლაკონის სწორად გამოყენების ინსტრუქცია. მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.კონტაქტური ლინზების გამოყენება: გლავოპტ ფორტე შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდის კონსერვანტს, რომელიც შეიძლება გახდეს თვალის გაღიზიანების მიზეზი. ამიტომ, პაციენტებმა, პრეპარატის გამოყენების წინ უნდა მოიხსნან რბილი კონტაქტური ლინზები და ისევ ჩაისვან პრეპარატის ჩაწვეთებიდან 15 წუთის შემდეგ. ბენზალკონიუმის ქლორიდს შეუძლია გააუფერულოს რბილი კონტაქტური ლინზები.
გამოშვების ფორმა: თვალის წვეთები 20მგ-მლ+5მგ-მლ: ხსნარი 5მლ თეთრ ან გამჭვირვალე პოლიმერულ ფლაკონში საწვეთურით, რომელიც იხურება პოლიმერული სახურავით დამცავი რგოლით. თითო ფლაკონი საწვეთურით მოთავსებულია გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
აღწერა: გამჭვირვალე, უფერო ან თითქმის უფერო, ოდნავ ბლანტი ხსნარი.
შენახვის პირობები: მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
118528
ჯენერიკი
დორზოლამიდი+თიმოლოლი