ბრიგლაუ PPH წვეთები თვალის 2მგ/1მლ 5მლ ფლაკონი #1
ბრიგლაუ PPH წვეთები თვალის 2მგ/1მლ 5მლ ფლაკონი #1

ბრიგლაუ PPH წვეთები თვალის 2მგ/1მლ 5მლ ფლაკონი #1

პოლონეთი

პოლფარმა
პროდუქტის შესახებ
1. რა არის ბრიგლაუ PPH და რისთვის გამოიყენება ის
ბრიგლაუ PPH გამოიყენება თვალის წნევის დასაწევად.
მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ცალკე, ასევე თვალის სხვა წვეთებთან ერთად
თვალის მომატებული წნევის დასაწევად, რომელიც არის გამოწვეული ღიაკუთხოვანი
გლაუკომით ან თვალის ჰიპერტენზიით.
ბრიგლაუ PPH-ს აქტიური ინგრედიენტია ბრიმონიდინის ტარტრატი, რომელიც ახდენს
თვალის წნევის დაწევას.
2. რა უნდა იცოდეთ ბრიგლაუ PPH-ის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ბრიგლაუ PPH:
- თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ბრიმონიდინის ტარტრატის ან ბრიგლაუ
PPH –ის (იხ. ნაწილი 6 და ნაწილი 2-ის დასასრული) სხვა ინგრედიენტების მიმართ.
- თუ იღებთ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს ან გარკვეულ ანტიდეპრესანტებს (მაგ.
ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს ან მიანსერინს). თუ უკვე ღებულობთ
ანტიდეპრესანტს, ჰკითხეთ თქვენს ექიმს თუ შეიძლება ბრიგლაუ PPH-ის გამოყენება.
- თუ ხართ მეძუძური დედა.
- ახალშობილებში/ბავშვებში (დაბადებიდან 2 წლამდე).
გაფრთხილებები
ბრიგლაუ PPH არ არის რეკომენდებული 12 წ-ზე მცირე ასაკის ბავშვებში. იმ
შემთხვევაში, თუ ბრიგლაუ PPH-ს დაუნიშნავენ 12წ-ზე მცირე ასაკის ბავშვს,
კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
ასევე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, იმ შემთხვევაში, თუ:
- გაწუხებთ ან გაწუხებდათ დეპრესია, გონებრივი შესაძლებლობების შემცირება, თავის
ტვინში სისხლის მიწოდების შემცირება, გულის პრობლემები, კიდურებში სისხლის
მიმოქცევის დარღვევები ან სისხლის წნევის დარღვევები.
- გაქვთ ან წარსულში გქონიათ თირკმლის ან ღვიძლის პრობლემებიორსულობა და ლაქტაცია
კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან, ვიდრე მიიღებდეთ რაიმე სახის
მედიკამენტს.
უამბეთ თქვენს ექიმს თუ ხართ ორსულად ან თუ აპირებთ ორსულობას.
ბრიგლაუ PPH არ გამოიყენება ლაქტაციის დროს. როგორ უნდა გამოიყენოთ ბრიგლაუ PPH
ყოველთვის გამოიყენეთ ბრიგლაუ PPH ექიმის დანიშნულებისამებრ. შეკითხვების
არსებობისას ყოველთვის გადაამოწმეთ ინფორმაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
12 წ. მეტი ასაკის ბავშვები და მოზრდილები
ჩვეული დოზა არის ერთი წვეთი ორჯერ დღეში დაავადებულ თვალში ჩაწვეთებით,
დაახლოებით 12 სთ-იანი ინტერვალით.
12 წ. მცირე ასაკის ბავშვები
ბრიგლაუ PPH არ გამოიყენება 2 წ-ზე მცირე ასაკის ბავშვებში.
ბრიგლაუ PPH –ს გამოყენება არ არის რეკომენდებული 2-დან 12 წ-მდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენების წესი
ბრიგლაუ PPH გამოიყენება მხოლოდ თვალში ჩასაწვეთებლად. დაუშვებელია მისი
გადაყლაპვა.
განოყენებამდე დაიბანეთ ხელები. თქვენს დანიშნულებაში მითითებულია დოზირება. იმ
შემთხვევაში, თუ ბრიგლაუ PPH-თან ერთად იღებთ თვალის სხვა წვეთებსაც, მათ შორის
მიღების შუალედი უნდა იყოს 5-15 წთ.
ჩაიწვეთეთ თვალში შემდეგნაირად:

1. გადაწიეთ თავი უკან და შეხედეთ ჭერს.
2. ფრთხილად ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო ქვემოთ.
3. დააყირავეთ ფლაკონი საწვეთურით ქვევით, ოდნავ მოუჭირეთ ხელი და ჩაიწვეთეთ
თვალში.
4. დახუჭეთ თვალი, თითი ოდნავ დააჭირეთ დახურული თვალის შიდა კუთხეს
(ცხვირისკენ) და გააჩერეთ 1 წთ-ის განმავლობაში.
არ შეეხოთ საწვეთურის თავით თვალს ან რაიმე სხვა ნაწილს. პრეპარატის გამოყენების
შემდეგ დაუყოვნებლივ დახურეთ ფლაკონი.
იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ რბილ კონტაქტურ ლინზებს, პრეპარატის გამოყენებამდე
მოიხსენით, გამოყენების შემდეგ დაელოდეთ 15 წუთი, რადგან პრეპარატში შემავალი
კონსერვანტი აუფერულებს მათ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
პოლფარმა
ქვეყანა
პოლონეთი
ჯენერიკი
ბრიმონიდინი
დოზა
2მგ/1მლ
ფორმა
წვეთები თვალის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
5მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი