ზოლოფტი - 50მგ დოზის ტაბლეტის სახით, გამოიყენება ნერვული სისტემის მოშლილობების დროს. შეფუთვაში - 28 ცალი.
საერთაშორისო დასახელება: სერტრალინი
შემადგენლობა:
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 50 მგ სერტრალინს.
დამხმარე ნივთიერებები:
ორფუძიანი კალციუმის ფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის გლიკოლატის სახამებელი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი, პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი და ტალკი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (SSRI).
ჩვენებები:
სერტრალინი გამოიყენება:
• დეპრესიის სამკურნალოდ და მისი რეციდივის პრევენციისთვის მოზრდილებში;
• სოციალური შფოთვითი აშლილობის, ტრავმის შემდგომი სტრესული აშლილობისა და პანიკური აშლილობის სამკურნალოდ მოზრდილებში;
• ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის სამკურნალოდ მოზრდილებში, ბავშვებსა და 6-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში.
დოზირება და მიღების წესი:
სერტრალინი ყოველთვის უნდა მიიღოთ ექიმის დანიშნულების შესაბამისად. ტაბლეტის მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ასევე მის გარეშე. პრეპარატი მიიღება დღეში ერთხელ, დილით ან საღამოს.
დეპრესია და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა მოზრდილებში:
რეკომენდებული საწყისი დოზაა 50 მგ დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს 50 მგ-ით, არანაკლებ ერთკვირიანი ინტერვალებით. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 200 მგ დღეში.
პანიკური, სოციალური შფოთვითი და ტრავმის შემდგომი სტრესული აშლილობა:
მკურნალობა იწყება 25 მგ დღეში, შემდეგ ერთი კვირის შემდეგ დოზა იზრდება 50 მგ-მდე დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 200 მგ დღეში.
ბავშვები და მოზარდები:
სერტრალინი გამოიყენება მხოლოდ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის დროს 6-17 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
6-12 წლის ბავშვები:
საწყისი დოზაა 25 მგ დღეში. ერთი კვირის შემდეგ ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზა 50 მგ-მდე დღეში. მაქსიმალური დოზაა 200 მგ დღეში.
13-17 წლის მოზარდები:
საწყისი დოზაა 50 მგ დღეში. მაქსიმალური დღიური დოზაა 200 მგ.
უკუჩვენებები:
არ გამოიყენება სერტრალინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
უკუნაჩვენებია:
• მაო-ინჰიბიტორებთან კომბინირებული მკურნალობისას (მაგალითად, სელეგილინი, მოკლობემიდი, ლინეზოლიდი);
• პიმოზიდთან ერთდროული მიღებისას;
• სერტრალინით მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის მიღება დაუშვებელია.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში სერტრალინი გამოიყენება მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილებით, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისა ან ბავშვისთვის შესაძლო რისკს. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა სერტრალინის მიღებისას უნდა გამოიყენონ უსაფრთხო კონტრაცეფციის მეთოდები.