სენოდოპი იზიტაბი ტაბლეტი 10მგ #28
სენოდოპი იზიტაბი ტაბლეტი 10მგ #28

სენოდოპი იზიტაბი ტაბლეტი 10მგ #28

თურქეთი

ნობელ ილაკ სანი
პროდუქტის შესახებ
დასახელება - Senodop - სენოდოპი იზიტაბი 10მგ 28 ტაბლეტი

გამოყენება
პრეპარატი გამოიყენება დემენციის სიმპტომების სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებსაც დაუდგინდათ ალცჰაიმერის დაავადების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფორმა. სიმპტომები მოიცავს მეხსიერების დაკარგვას, დაბნეულობას და ქცევის შეცვლას. შედეგად, ალცჰაიმერის დაავადების მქონე პირებისთვის სულ უფრო რთული ხდება დღის განმავლობაში ჩვეულებრივი საქმიანობის განხორციელება.

გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს სენოდოპი იზიტაბის მიღებამდე, თუ გაქვთ ან გქონდათ:
კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული
კრუნჩხვა (შეტევა) ან კონვულსია
გულის მდგომარეობა (არარეგულარული ან ძალიან ნელი გულისცემა)
ასთმა ან ფილტვების სხვა, ხანგრძლივად მიმდინარე დაავადება
ღვიძლის პრობლემები ან ჰეპატიტი
შარდვის გაძნელება ან თირკმელების მსუბუქი დაავადება
ასევე, აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად.

ბავშვები და მოზარდები
სენოდოპი იზიტაბის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე ასაკი) რეკომენდებული არ არის.

მიღება
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს ყოველ საღამოს ძილის წინ. ერთი თვის შემდეგ თქვენს ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ 10 მგ ყოველ საღამოს ძილის წინ.
ტაბლეტის დოზა შეიძლება შეიცვალოს პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობის, ასევე ექიმის რეკომენდაციების მიხედვით. მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ-ს ყოველ საღამოს.

შენახვა
შეინახეთ 25რC-ზე დაბალ ტემპერატურაზე, საკუთარ შეფუთვაში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნობელ ილაკ სანი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
დონეპეზილი
დოზა
10მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
28
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი