ჩვენებები: ძილის დარღვევა; მოუსვენარი (ზერელე) ძილი; სხვადასხვა გენეზის ნევროზული და ნევროზის მსგავსი სინდრომი; სტრესული მდგომარეობა და მისი შედეგები.
უკუჩვენება: 12 წლამდე ბავშვთა ასაკი.
განსაკუთრებული მითითებები: ნეურექსანი აწესრიგებს ძილს, ნერვული სისტემის მუშაობას, ფსიქოემოციურ მდგომარეობას; აქვეითებს მომატებულ ნეირორეფლექტორულ აგზნებას, არეგულირებს ვეგეტატიური ნერვული სისტემის მუშაობას. განსაკუთრებით ნაჩვენებია სტრესის, ასევე დაძაბული სამუშაო გრაფიკის დროს. დღის ნათელ პერიოდში არ იწვევს ძილიანობას და კოორდინაციის დარღვევას.
გარეგნული სახე და შეფუთვა: ენისქვეშა ტაბლეტები #50.