ჩვენებები ბავშვის გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა და ფსიქიური აქტივობის დაქვეითება; ქალა-ტვინის ტრავმისა და სამშობიარო ტრავმის შემდგომი პერიოდი; ბავშვთა ცერებრალური დამბლა; მეხსიერების დაქვეითება, დემენცია; თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი; თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის შემდგომი პერიოდი; თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობა (ყურადღების დაქვეითება, მეხსიერების დაქვეითება, მეტყველების გაძნელება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი); ალკოჰოლური ენცეფალოპათია; ალკოჰოლური პოლინეიროპათია; სტრესი, შფოთვა, უძილობა.
უკუჩვენება ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; არ ინიშნება გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში; არაა რეკომენდებული ვარფარინთან და ანტიდეპრესანტებთან კომბინაცია.
დოზირება და მიღების წესი ბავშვებში 1-დან 12 წლამდე: 5 მლ. 1-ჯერ დღეში; 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში: 10 მლ. 1-ჯერ დღეში; მიიღება კვებებს შორის შუალედში. ძილის დარღვევის შემთხვევაში მიიღება 10 მლ. საღამოს, დაძინებამდე 2 საათით ადრე.
შენახვის წესი პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25რC ტემპერატურისა.