პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Hydroxyzine HCL
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები
შემადგენლობა
1მლ. შეიცავს ჰიდროქსიზინის ჰიდროქლორიდს – 2მგ.
დამხმარე ნივთიერებები – ნატრიუმის ბენზოატი, საქაროზა, ფორთოხლის არომატიზატორი (შეიცავს ეთანოლს), გასუფთავებული წყალი.
ჩვენებები
- გაღიზიანებადობის (შფოთვის) სიმპტომური მკურნალობა
- ქავილის სიმპტომური მკურნალობა
- პრემედიკაციის პერიოდში, როგორც სედაციური საშუალება
მიღების წესი და დოზირება
ბავშვებში
- შფოთვის დროს
ბავშვები 12 თვის ზემოთ:
40კგ-მდე წონის ბავშვების მაქსიმალური დოზა არის 2მგ/კგ-ზე დღეში.
6 წლამდე ბავშვები:
5-15 მგ-დან 50 მგ-მდე (1მგ/კგ – 2,5 მგ/კგ- მდე) დღეში, გაყოფილი რამდენიმე მიღებაზე.
6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები:
15-25 მგ-დან მაქსიმუმ 50-100 მგ-მდე (1მგ/კგ – 2მგ/კგ- მდე) დღეში, გაყოფილი რამდენიმე მიღებაზე.
- ქავილის სიმპტომური მკურნალობა
1მგ/კგ – 2მგ/კგ- დღეში, გაყოფილი რამდენიმე მიღებაზე.
- პრემედიკაცია ქირურგიული ოპერაციის წინ
0,6 მგ/კგ-ზე ერჯერადი დოზის სახით.
მოზრდილებში
- შფოთვის მკურნალობა
50მგ დღეში გაყოფილი 2-3 მიღებაზე. Mმწვავე შემთხვევაში პერორალური დოზა შესაძლოა გაიზარდოს 300მგ-მდე დღეში.
- ქავილის სიმპოტუმური მკურნალობა
მკურნალობა უნდა დაიწყოს 25 მგ დოზით ძილის წინ და გაგრძელდეს დოზის ეტაპობრივი მომატებით 25 მგ 3-4-ჯერ დღეში. პრემედიკაცია ქირურგიული ოპერაციის წინ
50-დან 100-მგ-მდე ერთჯერადი პერორალური დოზის სახით.
მოზრდილებში მაქსიმალური ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 100მგ-ს, მაქსიმალურ დღიური დოზა კი 400მგ-ს.
გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი (10 - დან > 1 პაციენტში ) - ძილიანობა.
ხშირი (100-დან 1-10 პაციენტში ) - პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, გადაღლილობის შეგრძნება, მოდუნება.
არახშირი (1 000-დან 1-10 პაციენტში) - გულისრევა, თავბრუსხვევა, უძილობა, კანკალი, აგზნება, ცხელება, გაბრუება.
იშვიათი (10 000-დან 1-10 პაციენტში) – ტაქიკარდია, აკომოდაციის დარღვევები, დაბინდული მხედველობა, შეკრულობა, ღებინება, ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვევა, კრუნჩხვები, დისკინეზია, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები, შარდის შეკავება, ქავილი, მაკულოპაპულოზური გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ჰიპოტენზია.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
126794
ჯენერიკი
ჰიდროქსიზინის ჰიდროქლორიდი