ბიფრენი კაფსულა 250მგ #20

ბიფრენი კაფსულა 250მგ #20

უკრაინა

ფარმა სტარტი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს: აქტიური ნივთიერება: ფენიბუტი 250მგ. დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი; კაფსულის შემადგენლობა: ჟელატინი, ტიტანიუმის დიოქსიდი (E 171).

ჩვენებები: ასთენიური და შფოთვით-ნევროზული მდგომარეობები (ემოციური ლაბილურობა, მეხსიერების დარღვევა, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება), მოუსვენრობა, შიში, აფორიაქება, აკვიატებული მდგომარეობების ნევროზი; ბავშვებში-ენაბლუობა, ენურეზი, ტიკები; ხანდაზმული ასაკის ადამიანებში-უძილობა, ღამის მოუსვენრობა. სტრესული მდგომარეობების პროფილაქტიკა, ოპერაციების ან მტკივნეული დიაგნოსტიკური პროცედურების წინ. დამხმარე საშუალების სახით ალკოჰოლიზმის დროს აბსტინენციის სინდრომის მკურნალობისას. ის ასევე ინიშნება მენიერის დაავადებისას, ვესტიბულური აპარატის დისფუნქციასთან დაკავშირებული თავბრუსხვევების დროს, ასევე მოძრაობის დაავადების პროფილაქტიკისთვის.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. თირკმელების მწვავე უკმარისობა. ბავშვთა ასაკი 11 წლამდე.

გამოყენების მეთოდი და დოზები: მიიღება შიგნით ანუ პერორალურად საკვების მიღებამდე, წყლის დაყოლებით. ასთენიური და შფოთვით-ნევროზული მდგომარეობების დროს მოზრდილებში: ინიშნება 250-500მგ 3-ჯერ დღეში. უმაღლესი ერთჯერადი დოზებია: მოზრდილებში-750მგ, ხანდაზმული ასაკის პაციენტებში-500მგ. მკურნალობის კურსი შეადგენს 2-3 კვირას. აუცილებლობის შემთხვევაში, მკურნალობის კურსი შეიძლება გახანგრძლივდეს 4-6 კვირამდე. 11 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში-250მგ 3-ჯერ დღეში; 14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში-მოზრდილების დოზები. ინფექციური გენეზის ვესტიბულური აპარატის დისფუნქციისა და მენიერის დაავადების გამწვავების პერიოდში თავბრუსხვევის აღმოსაფხვრელად: ბიფრენი ინიშნება 750მგ 3-ჯერ დღეში 5-7 დღის განმავლობაში, ვესტიბულური დარღვევების გამოხატულობის შემცირებისას-250-500მგ 3-ჯერ დღეში 5-7 დღის განმავლობაში, შემდეგ კი 250მგ 1-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში. დაავადების შედარებით მსუბუქი მიმდინარეობისას ბიფრენი მიიღება 250მგ 2-ჯერ დღეში 5-7 დღის განმავლობაში, შემდეგ კი 250მგ 1-ჯერ დღეში 7-10 დღის განმავლობაში. სისხლძარღვოვანი და ტრავმული გენეზის ვესტიბულური აპარატის დისფუნქციისას თავბრუსხვევის აღმოსაფხვრელად: ბიფრენი ინიშნება 250მგ 3-ჯერ დღეში 12 დღის განმავლობაში. მოძრაობის დაავადების პროფილაქტიკისთვის: ინიშნება 250-500მგ დოზით ერთჯერადად მოძრაობის მოსალოდნელ დაწყებამდე ერთი საათით ადრე, ან პირველი სიმპტომების გამოჩენისას. პრეპარატ ბიფრენის მოქმედება ძლიერდება დოზის გაზრდისას. გამოხატული გამოვლინებების არსებობისას (ღებინება, გულისრევა), პრეპარატის დანიშვნა ნაკლებად ეფექტურია 750-1000მგ დოზითაც კი. ალკოჰოლური აბსტინენციური სინდრომის კუპირებისათვის: ბიფრენი მკურნალობის პირველ დღეებში ინიშნება 250-500მგ 3-ჯერ დღეში და 750მგ ღამით, სადღეღამისო დოზის ეტაპობრივი შემცირებით მოზრდილების ჩვეულებრივ დოზამდე. თუ ერთი ან რამდენიმე დოზის მიღება გამოტოვებულია, უნდა გაგრძელდეს მიღება ადრე დანიშნული დოზებით. აუცილებლობისას ან თვითგრძნობის გაუარესებისას პაციენტმა უნდა მიმართოს კონსულტაციისთვის ექიმს.გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის დროს: ბიფრენის გამოყენება ორსულობის ან ლატქაციის პერიოდში უკუნაჩვენებია, რადგანაც ამ პერიოდში პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით საკმარისი მონაცემები არ არსებობს.

ბავშვები: პრეპარატის გამოყენება შეიძლება 11 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.

ზემოქმედება ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პაციენტებმა, რომლებსაც პრეპარატით მკურნალობის დროს უვითარდებათ ძილიანობა, თავბრუსხვევა ან სხვა ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივი დარღვევები, თავი უნდა შეიკავონ სატრანსპორტო საშუალების მართვისგან ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისაგან.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ბიფრენი შეიძლება კომბინირებული იქნას ფსიქოტროპულ სამკურნალო საშუალებებთან, ბიფრენის ან მასთან ერთად გამოყენებული სხვა სამკურნალო საშუალებების დოზების შემცირებით. ბიფრენი აძლიერებს და ახანგრძლივებს საძილე, ნარკოტიკული, ნეიროლეფსიური ანტიკონვულსიური საშუალებების მოქმედებას.

სამკურნალო ფორმა: კაფსულები.

ძირითადი ფიზიკური-ქიმიური თვისებები: თეთრი ფერის მყარი ჟელატინის კაფსულები.

კაფსულების შიგთავსი-თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფარმა სტარტი
ქვეყანა
უკრაინა
ჯენერიკი
ფენიბუტი
დოზა
250მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი