ბეტასერკი ტაბლეტი 24მგ  #20

ბეტასერკი ტაბლეტი 24მგ #20

თურქეთი

ფარმაქტივ ილაჩ სანი
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: 24 მგ ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი. დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური, უწყლო, საღებავი ტარტრაზინი, პოვიდონი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალო სხვა პრეპარატები. თავბრუხვევის მოსახსნელი საშუალება. ბეტაჰისტინი.

ჩვენებები: მენიერის სინდრომი, რომელიც ხასიათდება სიმპტომების ტრიადით: თავბრუსხვევა, თანმხლები გულისრევითა და ღებინებით, ყურებში ხმაური და სმენის პროგრესირებადი დაქვეითება. ვესტიბულური თავბრუსხვევის სიმპტომური მკურნალობა.

დოზირება და მიღების წესი: მიიღება 1 ტაბლეტი ორჯერ დღეში კვების დროს ან მისი დასრულებისთანავე. სადღეღამისო დოზა: 8-24 მგ, გაყოფილი 2 ან 3 მიღებაზე. მკურნალობა ტარდება ხანგრძლივად, საუკეთესო შედეგი მიიღწევა რამოდენიმე თვის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები: გულისრევა, დისპეპსია, თავის ტკივილი, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის კვინკეს შეშუპება, გამონაყარი და ქავილი კანზე, ჭინჭრის ციება, მუცლის ტკივილი, შებერილობა.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ, ფეოქრომოციტომა, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, ბრონქული ასთმა, ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდი, 18 წლამდე ასაკი.ორსულობა და ლაქტაცია: არ ინიშნება ორსულობის დროს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ბეტაჰისტინის მიღებამდე აუცილებელია ძუძუთი კვების შეწყვეტა.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: არ ახდენს გავლენას მანქანის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარებზე.

დოზის გადაჭარბება: სიმპტომები: გულისრევა, ძილიანობა, ზომიერად გამოხატული ტკივილი მუცლის არეში. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.

გარეგნული სახე და შეფუთვა: ცისფერი, მრგვალი ტაბლეტები, ერთ მხარეს გამყოფი ღარით.
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედულ ალუმინის ფოლგის შეფუთვაში. 6 კონტურული უჯრედული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება გრილ, ბნელ, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფარმაქტივ ილაჩ სანი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი
დოზა
24მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი