მელატონინი 5 ბენე ტაბლეტი 5მგ N30 შემადგენლობა: მელატონინი 5მგ. მელატონინი არის ჰორმონი, რომელსაც გამოიმუშავებს ეპიფიზის ჯირკვალი თავის ტვინში. ის პირველ რიგში პასუხისმგებელია სხეულის ცირკადული რიტმის რეგულირებაზე, რათა მოახდინოს ძილის ბუნებრივი ციკლის მართვა. მელატონინი 5 BENE განაპირობებს უფრო სწრაფ ჩაძინებას, ხანგრძლივ და უკეთესი ხარისხის ძილს, რაც ეხმარება ორგანიზმს დღისით დაღლილობის შემცირებაში. როგორც წესი, არ იწვევს გვერდით ეფექტებს,რაც დამახასიათებელია რეცეპტურული საძილე საშუალებებისთვის. ძლის გაუმჯობესების გარდა, მელატონინი ასევე მონაწილეობს იმუნიტეტის ნორმალურ ფუნქციონირებაში, სისხლი წნევის და კორტიზოლის დონის რეგულირებაში. მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი, რომელსიც მნიშვნელოვან დადებით გავლენას ახდენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. დოზირება და მიღების წესი: მოზრდილებში მიიღება 1 ტაბლეტი ძილის წინ ერთი საათით ადრე ყოველდღიურად. მელატონინის რეკომენდებული უსაფრთხო დოზა განისაზღვრება ასაკის, სხეულის წონის და ინდივიდუალური მგრძნობელობის მიხედვით. სიფრთხილის ზომები: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულს დღიურ დოზას. ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. შენახვა: ინახება მშრალ, გრილ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას 25რC-ზე დაბალ ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Made in European Union. Laboratorios Liconsa, Poligono Industrial Miralcampo. Avda. Miralcampo, 7. 19200 Azuqueca de Henares Guadalajara, Spain, for BENE Pharm Beedstraße 54 ,40468 Düsseldorf, Germany