აშვა ანტი-სტრესი კაფსულა #30

გერმანია

იდი ფარმა
პროდუქტის შესახებ
აშვა ანტი-სტრესი

შემადგენლობა
აშვა ანტი-სტრესის ერთი ვეგანური კაფსულა შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს:
100 მგ აშვაგანდას ფესვის ექსტრაქტისგან (ჭიტჰანია შომნიფერა) სტანდარტიზებული ვითანოლიდის გლიკოზიდი – 10 მგ, L-ტრიფტოფანი – 200 მგ, მაგნიუმის ოქსიდი – 127.5 მგ, ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) – 5.6 მგ
დამხმარე ნივთიერებებს: ჰიდროქსიპროპილ მეთილ ცელულოზა, ცელულოზა, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, სილიკონის დიოქსიდი
არ შეიცავს შაქარს, არ შეიცავს გლუტენს

ჩვენებები
- სტრესი და მომატებული გაღიზიანებადობა
- შფოთვა
- ზოგადი სისუსტე, ასთენია
- შრომისუნარიანობის დაქვეითება
- გუნება-განწყობილების დაქვეითება
- ძილის დარღვევები
- მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა
- მეხსიერებისა და კოგნიტური ფუნქციების დაქვეითება

უკუჩვენებები
- შემადგენელი ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა
- სედაციურ და საძილე საშუალებებთან ერთდროული მიღება
- ანტიეპილეფსიურ პრეპარატებთან ერთდროული მიღება
- ორსულობა, ლაქტაცია
- 18 წლამდე ასაკი

სიფრთხილის ზომები
აშვა ანტი-სტრესი არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად. არ გამოიყენება შემადგენელი ნივთიერებების მიმართ ალერგიის შემთხვევაში.
დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება!

მიღების წესი და დოზირება
მიიღება პერორალურად, 18 წლის ასაკიდან, 1 კაფსულა დღეში ერთხელ, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად, შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.

ვარგისობა და შენახვის პირობები
ვარგისობის ვადა – იხილეთ შეფუთვაზე.

ინახება დახურულ კონტეინერში, მშრალ, მზის სხივებისგან დაცულ ადგილას, 0-25Cტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
იდი ფარმა
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
აშვაგანდა+ლ-ტრიფტოფანი+მაგნიუმი+ვიტ ბ-6
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი