ალცებას ტაბლეტები გამოიყენება საშუალო ან მძიმე ფორმის ალცჰეიმერის დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობის დროს.
მოქმედი ნივთიერება არის მემანტინის ჰიდროქლორიდი. თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 10მგ მემანტინის ჰიდროქლორიდს (ექვივალენტურია 8.31მგ მემანტინის).
სხვა კომპონენტები - ბირთვი: ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კვარცი კოლოიდური უწყლო, ტალკი და მაგნიუმის სტეარატი;
გარსი: პოლივინილი, პოლიეთილენგლიკოლის პოლიმერი (ჩოლლიცოატ Iღ), პოლიდექსტროზა, მძიმე კაოლინი, მაკროგოლ 400, ტიტანიუმის დიოქსიდი (E 171).
ალცება გამოიყენება საშუალო ან მძიმე ფორმის ალცჰეიმერის დაავადების მქონე პაციენტების სამკურნალოდ.
დოზირება:
ალცებას რეკომენდირებული დოზა მოზარდებსა და ხანდაზმულ პაციენტებში შეადგენს 20მგ ერთჯერ დღეში. გვერდითი მოვლენების გამოვლენის რისკის შესამცირებლად ეს დოზა მიიღწევა თანდათანობით მკურნალობის შემდეგი სქემის შესაბამისად:
კვირა 1 - 0.5 x 10მგ ტაბლეტი
კვირა 2 - 10მგ ტაბლეტი
კვირა 3 - 1.5 x 10მგ ტაბლეტი
კვირა 4 და შემდე - 2 x 10მგ ტაბლეტი ერთხელ დღეში
ჩვეული საწყისი დოზა არის ნახევარი ტაბლეტი ერთხელ დღეში (1 ხ 5მგ) პირველი კვირის განმავლობაში. ეს დოზა იზრდება ერთ ტაბლეტამდე (1 ხ 10მგ) მეორე კვირას ერთჯერ დღეში და მესამე კვირას ინიშნება ერთნახევარი ტაბლეტი ერთჯერ დღეში. მეოთხე კვირიდან დოზა შეადგენს 2 ტაბლეტს ერთჯერ დღეში (1 ხ 20მგ).
დოზირება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში
თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენთვის საჭირო დოზის შესახებ. ამ შემთხვევაში ექიმმა გარკვეული ინტერვალებით უნდა აწარმოოს თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.
მიღება:
ალცება უნდა მიიღოთ პერორალურად ერთჯერ დღეში. პრეპარატის ეფექტის გამოსავლენად ის უნდა მიიღოთ ყოველდღიურად ერთიდაიმავე დროს. ტაბლეტებს მიაყოლეთ ცოტაოდენი წყალი. პრეპარატის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე მისგან დამოუკიდებლად.
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე ჰკითხეთ რჩევა ექიმს, ან ფარმაცევტს.
უთხარით ექიმს თუ ხართ ორსულად, ან თუ აპირებთ დაორსულებას. მემანტინის გამოყენება არ არის რეკომედირებული ორსულობისას.
ალცებას მიღების დროს ქალებმა თავი უნდა აარიდონ ძუძუთი კვებას.
ექიმი გეტყვით თქვენი დაავადებიდან გამომდინარე შეიძლება თუ არა
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა უსაფრთხოდ.
ასევე ალცებამ შესაძლოა შეცვალოს თქვენი რეაგირების უნარი. სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა არ არის მიზანშეწონილი.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ალცება კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია EXP შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.