ტორადოლი ხსნარი საინექციო 30მგ/1მლ ამპულა #5
ტორადოლი ხსნარი საინექციო 30მგ/1მლ ამპულა #5

ტორადოლი ხსნარი საინექციო 30მგ/1მლ ამპულა #5

საფრანგეთი

ცენექსი

ტორადოლი 30 მგ ამპულა ეფექტურად ამცირებს მწვავე ტკივილს. გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.


პროდუქტის შესახებ

საერთაშორისო დასახელება

KETOROLAC

მოქმედი ნივთიერება

კეტოროლაკი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება ანალგეზიური ეფექტით

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბლეტი შეიცავს კეტოროლაკ ტრომეტამინს ....... 10 მგ

ხსნარი ი/მ ან ი/ვ გამოყენებისთვის: ამპულა 1 მლ, შეფუთვაში 5 ც.
1 ამპულა შეიცავს კეტოროლაკ ტრომეტამინს ......... 30 მგ

ჩვენებები

ზომიერი და ძლიერი ტკივილის ხანმოკლე კუპირება, რომელიც საჭიროებს ოპიატებით ანალოგიური ინტენსივობის გაუტკივარებას.
ტორადოლი არ არის ნაჩვენები ქრონიკული ტკივილის სინდრომების სამკურნალოდ

მიღების წესი და დოზირება

მკურნალობის ხანგრძლივობა

  • მოზრდილებში ტორადოლის მრავალჯერადი ი/მ ან ნაკადური ი/ვ გამოყენების ჯამური ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, ვინაიდან უფრო ხანგრძლივი გამოყენებისას იზრდება გვერდითი მოვლენების სიხშირე

  • მოზრდილებში ტორადოლის ი/ვ ინფუზიის მაქსიმალური ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს

  • ბავშვებში ტორადოლის პარენტერული გამოყენების ჯამური ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 დღეს

  • მოზრდილებში ტორადოლის ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია არახანგრძლივი დროის განმავლობაში (7 დღემდე); მისი ხანგრძლივი მიღება არ არის ნაჩვენები

ხსნარი ინექციისათვის

  • მოზრდილთათვის განკუთვნილია ერთჯერადი ან მრავალჯერადი IM ან IV შეყვანისთვის

  • ბავშვებში შესაძლებელია IM ერთჯერადად, საჭიროების შემთხვევაში IV დამატებით

  • პრეპარატი უნდა დაინიშნოს მინიმალურ ეფექტიან დოზაში, არჩევენ ტკივილის ინტენსივობისა და ავადმყოფის რეაქციის მიხედვით

  • საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ოპიატების დამატება დაბალ დოზებში, თუ არ არსებობს უკუჩვენება

  • ჰიპოვოლემიის კორექცია აუცილებელია IV დანიშვნის წინ; პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ნორმალური ჰიდრატაციისა და ელექტროლიტური ბალანსის მქონე პაციენტებში

  • IV შეყვანა - არა ნაკლებ 15 წამის განმავლობაში, IM ინექცია ნელა, ღრმად კუნთში

  • ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება იწყება დაახლოებით 30 წუთში, მაქსიმალური ეფექტი მიღწევა 1-2 საათში

  • მოქმედების ხანგრძლივობა 4-6 საათი

  • ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების რისკი არსებობს, მზად უნდა იყოს შესაბამისი სამკურნალო საშუალებები

  • 2 წლამდე ბავშვებში გამოყენება რეკომენდებული არ არის

ერთჯერადი შეყვანა მოზრდილებში

IM:

  • 65 წლამდე: 10-60 მგ, ტკივილის სიმძიმის მიხედვით

  • 65 წელს გადაცილებული ან თირკმლის დაზიანება: 10-30 მგ

IV:

  • 65 წლამდე: 10-30 მგ, ტკივილის სიმძიმის მიხედვით

  • 65 წელს გადაცილებული ან თირკმლის დაზიანება: 10-15 მგ

ტაბლეტები

  • შეიძლება დაინიშნოს ერთჯერადად ან განმეორებით, ფიქსირებული ჯერადობით ან საჭიროების მიხედვით

  • მოზრდილებს რეკომენდებულია მოკლე ვადით (7 დღემდე)

  • ბავშვებში დანიშვნა რეკომენდებული არ არის

  • ერთჯერადი დოზა: 10 მგ

  • მრავალჯერადი დოზა: 10 მგ ყოველ 4-6 საათში

  • მაქსიმალური დღიური დოზა: 40 მგ

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ცენექსი
ქვეყანა
საფრანგეთი
ჯენერიკი
კეტოროლაკი
დოზა
30მგ/1მლ
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
5
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი