როტიკოქსი 90 მგ სწრაფად ამცირებს ტკივილს, ანთებას და სახსრების დისკომფორტს. უზრუნველყოფს ხანგრძლივ ეფექტს ყოველდღიური ან საჭიროებისამებრ გამოყენების დროს.
ეტორიკოქსიბი
1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ეტორიკოქსიბი – 90 მგ ან 120 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი K-30, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, გასუფთავებული ტალკი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი უწყლო, მაგნიუმის სტეარატი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმარული საშუალებები, კოქსიბები
ოსტეოართრიტების სიმპტომების შესუსტება
რევმატოიდული ართრიტის სიმპტომების შემსუბუქება
მაანკილიზებელი სპონდილიტის სიმპტომების შემცირება
მწვავე პოდაგრული ართრიტის დროს ტკივილებისა და სიმპტომების შემცირება
სტომატოლოგიური ოპერაციის შემდგომი ტკივილების ხანმოკლე მკურნალობა
ეტეროკოქსია მიიღება პერორალურად, საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე. ეფექტი უფრო სწრაფია ჭამის წინ მიღებისას.
ოსტეოართრიტი: მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა – 60 მგ დღეში ერთხელ
რევმატოიდული ართრიტი: რეკომენდირებული დოზა – 90 მგ დღეში ერთხელ
მწვავე პოდაგრული ართრიტი: რეკომენდირებული დოზა – 120 მგ დღეში ერთხელ
მაანკილიზებელი სპონდილიტი: რეკომენდირებული დოზა – 90 მგ დღეში
სტომატოლოგიური ოპერაციის შემდგომი ტკივილები: რეკომენდირებული დოზა – 90 მგ დღეში ერთხელ, მაქსიმუმ 3 დღის განმავლობაში
შენიშვნები:
ხანშიშესული პაციენტებისთვის დოზის კორექცია არ არის საჭირო, თუმცა სიფრთხილეა რეკომენდებული
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში
უკუნაჩვენებელია ბავშვებსა და 16 წლამდე მოზარდებში
მომატებული მგრძნობელობა კომპონენტების მიმართ
აქტიური პეპტიური წყლული ან კუჭ-ნაწლავური სისხლდენა
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი
ღვიძლის მძიმე დისფუნქცია
ბავშვები და მოზარდები 16 წლამდე
ნაწლავის ანთებითი დაავადებები
გულის შეგუბებითი უკმარისობა
არტერიული ჰიპერტენზია
გულის იშემიური დაავადება
პერიფერიული არტერიების დაავადებები
უკუნაჩვენებია ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში
თუ პრეპარატის გამოყენებისას აღინიშნება თავბრუსხვევა ან ძილიანობა, არ უნდა მართოთ ავტოტრანსპორტი და მექანიზმები
მიზანშეწონილია ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი თერაპია, როგორიცაა არააბსორბირებული პრეპარატის გამოდევნა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
ტემპერატურა არაუმეტეს 30°C
რეცეპტით