კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
ჩვენებები: სხვადასხვა გენეზის ტკივილების ხანმოკლე კუპირება, მათ შორის: პოსტტრავმატიული ტკივილები (ამოვარდნილობის, მოტეხილობის და რბილი ქსოვილების დაზიანების შემდეგ); პოსტოპერაციული ტკივილები (მ.შ. აბდომინალური, გინეკოლოგიური, ორთოპედიური ოპერაციების შემდეგ); კბილის ტკივილი (მ.შ. ქირურგიული სტომატოლოგიური ჩარევის შემდეგ); ტკივილები მშობიარობის შემდგომ პერიოდში; ტკივილის სინდრომი ონკოლოგიური დაავადებების დროს; ტკივილის სინდრომი ოსტეართროზის დროს; იშიალგია. პრეპარატი არ გამოიყენება ქრონიკული ტკივილის სინდრომის დროს.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში:
პერორალურად უნიშნავენ 10 მგ ყოველ 4-6 სთ-ში. ძლიერი ტკივილების დროს დოზა შეიძლება გაიზარდოს 20 მგ-მდე 3-4-ჯერ დღე-ღამეში. საინექციო ხსნარი ინტრამუსკულარულად შეჰყავთ ერთჯერადი დოზით 10-30 მგ (ტკივილის სინდრომის გამოხატვისაგან დამოკიდებულებით), შემდეგ 10-30 მგ ყოველ 4-6 საათში. საინექციო ხსნარის გამოყენების მაქსიმალური ხანგრძლივობა - 2 დღე. პრეპარატის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა (პრეპარატის ნებისმიერი ფორმისათვის) - 90 მგ.
ავადმყოფებისათვის სხეულის მასით 50 კგ-მდე, 65 წელზე მეტი ასაკისა და პაციენტებისათვის თირკმელების ფუნქციის დარღვევით მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 60 მგ-ს. უკუჩვენებები: * კუჭისადა 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების დროს;
* კუჭიდან და ნაწლავებიდან სისხლდენა;
* ბრონქიალური ასთმა;
* გამოხატული ცერებრო-ვასკულარული დარღვევები;
* თირკმლის ფუნქციის ზომიერი და გამოხატული დარღვევები, თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი;
* ანამნეზში სისხლის შედედების დარღვევა;
* ჰემორაგიული დიათეზი;
* სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთდროული მიღება;
* ორსულობა;
* მშობიარობა;
* ლაქტაცია (ძუძუთი კვება);
* ბავშვები და მოზარდული ასაკი 16 წლამდე;
* კეტოროლაკისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
კეტანოვის მიღება ორსულობის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც დედისათვის სასარგებლო პოტენციალური შედეგი მკვეთრად აღემატება ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს.
* ლაქტაციის პერიოდში კეტანოვის მიღების აუცილებლობისას უნდა გადაწყდეს საკითხი ბავშვის ძუძუთი კვების შეწყვეტაზე.
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება მშრალ, მზის სხივების პირდაპირი მოქმედებისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე.