კეტოროლი ტაბლეტი 10მგ #10

კეტოროლი ტაბლეტი 10მგ #10

საქართველო

ჯი-ემ-პი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ყოველი ტაბლეტი შეიცავს: კეტოროლაკის ტრომეტამინი - 10 მგ;

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები.

ჩვენებები: ინიშნება ზომიერი ოპერაციის შემდგომი ტკივილის ხანმოკლე კუპირებისთვის. მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეადგენს 7 დღეს.

დოზირება და მიღების წესი: შიგნით მიღებისთვის. დოზირების რეჟიმი დგინდება ინდივიდუალურად, ტკივილის სინდრომის მიხედვით. 16-64 წლის მოზრდილებში 50 კგ-ზე მეტი წონით, ჩვეულებრივ ინიშნება 1 ტაბლეტი 3-4ჯერ დღეში. მოზრდილებში, 50კგ-ზე ნაკლები წონით ან თირკმლის ფუნქციის დარღვევით, პრეპარატი ინიშნება დღეში 1-2-ჯერ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 4 ტაბლეტს. მკურნალობის ხანგრძლივობა არაუმეტეს 7 დღე.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა კეტოროლაკის ან პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. ბრონქული ასთმა, რინიტი, ანგიონევროზული შეშუპება ან ჭინჭრის ციება გამოწვეული აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პირაზოლინის რიგის საშუალებების მიღებით, გულის მძიმე უკმარისობა, ნაწლავის ანთებითი დაავადებები. არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებშიც განხორციელდა ოპერაციული ჩარევა სისხლჩაქცევის მაღალი რისკით ან სისხლდენის არასრული შეჩერებით და პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს, ჰეპარინის დაბალი დოზების ჩათვლით. ღვიძლის ან თირკმლის ზომიერი და მძიმე უკმარისობა. საეჭვო ან დადასტურებული სისხლდენა თავის ტვინში, ჰემორაგიული დიათეზი სისხლის შედედების დარღვევის ჩათვლით და სისხლდენის მაღალი რისკი. ვარფარინით, პენტოქსიფილინით, პრობენეციდით ან ლითიუმის მარილებით მკურნალობა. მოცირკულირე სითხის მოცულობის შემცირება. ორსულობის, ჭინთვების, მშობიარობის და ძუძუთი კვების პერიოდი. ბავშვთა ასაკი 1 წლამდე. სიფრთხილით ინიშნება შემდეგი მდგომარეობების დროს: მომატებული მგრძნობელობა სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიმართ; ბრონქული ასთმა, ფაქტორების არსებობა, რომლებიც ზრდის პრეპარატის ტოქსიკურობას კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის: ალკოჰოლიზმი, თამბაქოს მოწევა და ქოლეცისტიტი; ოპერაციის შემდგომი პერიოდი, გულის ქრონიკული უკმარისობა, შეშუპების სინდრომი, არტერიული ჰიპერტენზია, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ქოლესტაზი, აქტიური ჰეპატიტი, სეფსისი, სისტემური წითელი მგლურა, ერთდროული მიღება სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან ერთად, ხანდაზმული ასაკის პაციენტებში უფრო ხშირად ვითარდება გვერდითი რეაქციები, ამიტომ მოცემული კატეგორიის ავადმყოფებში რეკომენდებულია თერაპიული დიაპაზონის ქვედა ზღვარის დოზების დანიშვნა.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ჯი-ემ-პი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
კეტოროლაკი
დოზა
10მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი