პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: იბუპროფენი-50მგ, ლევომენთოლი-30მგ. დამხმარე ნივთიერებები: 96% ეთანოლი, პროპილენგლიკოლი, კარბომერის ინტერპოლიმერი (კარბოპოლი ულტრეზი), დიიზოპროპანოლამინი, გასუფთავებული წყალი.
ჩვენებები: კუნთების და სახსრების მსუბუქი ტრავმული დაზიანებების დროს, შეშუპების (ნაღრძობის, სისხლნაჟღენთების, სპორტული ტრავმების) ადგილობრივი სიმპტომური მკურნალობისთვის; რევმატიზმის კომპლექსური მკურნალობითვის ტკივილის სინდრომის დროს.
უკუჩვენებები: იბუპროფენის, ლევომენთოლის, აცეტილსალიცილის მჟავას, პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების, ან სხვა ასას პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა; აცეტილსალიცილის მჟავასთან ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიღებასთან დაკავშირებული ბრონქული ასთმა, ბრონქოსპაზმი, რინიტი, ჭინჭრის ციება; დაზიანებული კანი ან კანის ანთება; ადგილობრივად ინფექციის არსებობა; ერთდროული გამოყენება კანის ერთ უბანზე სხვა ადგილობრივი გამოყენების პრეპარატებთან ერთად; ორსულობის ბოლო ტრიმესტრი; ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.
გამოყენების წესი და დოზირება: მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის მოზრდილებში და 12 წელზე ზევით ბავშვებში, ასევე ხანდაზმულ პირებში. გელის 1-4სმ (სვეტი სიგრძით 1სმ შეიცავს 0.55გ გელს) დაიტანება მტკივნეულ ადგილას და მსუბუქად შეიზილება შეწოვამდე. განმეორებით იყენებენ საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმალური ჯერადობით 3-მდე დღეში, გამოყენებათა შორის 4 საათიანი ინტერვალის მკაცრი დაცვით. თუ მკურნალობის 2 კვირის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, საჭიროა მიმართოთ ექიმს.
12 წლამდე ასაკის ბავშვები: უსაფრთხოების და ეფექტურობის მონაცემების არარსებობის გამო, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ხანდაზმული პირები: ხანდაზმულ პაციენტებში ყველა ასას პრეპარატის გამოყენება საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილით, გვერდითი მოვლენების განვითარების მომატებული რისკის გამო.
ღვიძლისა და თირკმელების დისფუნქციის მქონე პაციენტები: ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დარღვევის მქონე პაცვიენტებში, იბუპროფენის შემცველი პრეპარატების გამოყენება საჭიროა კლინიკური სიმპტომატიკის კუპირებისთვის აუცილებელი მინიმალური ეფექტური დოზებით, ყველაზე მოკლე ხნის განმავლობაში.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტს 25C ტემპერატურის პირობებში, დაუშვებელია გაყინვა.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
122355
ბრენდი
ბალკანფარმა-რაზგრადი
ჯენერიკი
იბუპროფენი+ლევომენთოლი