ინდომეტაცინი სანთელი რექტალური 100მგ #10
ინდომეტაცინი სანთელი რექტალური 100მგ #10

ინდომეტაცინი სანთელი რექტალური 100მგ #10

უზბეკეთი

დენტაფილ პლუსი
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
ინდომეტაცინი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს. გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. მოქმედების ძირითად მექანიზმად ითვლება პროსტოგლანდინების სინთეზის დათრგუნვა, რომლებსაც მთავარი როლი აქვთ ანთების, ტკივილის და
ციების პროცესებში.
ინდომეტაცინი გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ტკივილების არახანგრძლივი სიმპტომატური მკურნალობისათვის
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებების დროს, როგორიცაა: რევმატოიდური
ართრიტი; მწვავე და გამწვავებული ქრონიკული იუვენილური ართრიტი; მწვავე და გამწვავებული ქრონიკული
მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტი (ბეხტერევის დაავადება); პოდაგრა და პოდაგრული ართრიტი; ფსორიაზული ართრიტი; რაიტერის დაავადება; სახსრის ირგვლივი დაავადებები (ტენდინიტები, ბურსიტები, ტენდობურსიტები,
ტენდოვაგინიტები), ტრავმები სპორცმენებში; დისკოპათიები, ნევრიტები, პლექსიტები, რადიოკულონევრიტები;
დისმენორეა.


ნუ გამოიყენებთ ინდომეტაცის თუ:
- თუ თქვენ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- თუ თქვენ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ, თუ მათ გამოუწვევიათ ასთმის შეტევა (გაძნელებული სუნთქვა), ალერგიული სურდო ან ჭინჭრის ციება (გამონაყარი);
- თუ თქვენ გაწუხებთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიური წყლული და/ან გაგაჩნიათ მონაცემები წყლულზე ან სისხლდენაზე კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან წარსულში;
- თუ თქვენ გქონდათ სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან წარსულში, გამოწვეული სხვა სამკურნალო საშუალებებით არასტეროუდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფიდან;
- თუ თქვენ გაწუხებთ გულის მძიმე უკმარისობა;
- თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის და თირკმელების მძიმე დარღვევები;
- თუ თქვენ გაქვთ ბუასილი, ანალური ფისტულა და ნახეთქები, პროქტიტი და სქელი ნაწლავის და ანუსის სხვა
დაავადებები;
- თუ ხართ 14 წელზე ახალგაზრდა ასაკის;
- ხართ ორსულად და ორსულობის პერიოდი არის ბოლო 3 თვე ან კვებავთ ძუძუთი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენების წინ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ინდომეტაცინის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის (განსაკუთრებით ბოლო 3 თვის განმავლობაში) და ძუძუთი კვების დროს.
ყოველთვის გამოიყენეთ ინდომეტაცინის სუპოზიტორია ზუსტად თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულებისამებრ. თ
დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება თქვენი მკურნალი ექიმის მიერ. ნუ შეცვლით დოზას და ნუ შეწყვიტავთ მკურნალობას ექიმის კონსულტაციის გარეშე, თუნდაც კარგად გრძნობდეთ თავს. ეცადეთ მიიღოთ სამკურნალო პრეპარატი ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს.
მოზრდილები და 14 წელზე ზევით ასაკის ბავშვები
ჩვეულებრივი დოზა – 1 სუპოზიტორი 50 მგ 2-ჯერ დღეში ან 2 სუპოზიტორი 50 მგ ერთხელ დღეში. სადღეღამისო დოზა, რომელიც აღემატება 120-2—მგ, ზრდის გვერდითი მოქმედებების გაჩენის რისკს.
ხანში შესული პაციენტები
არსებობს გვერდითი მოქმედებების მომატებული რისკი. რეკომენდირებულია ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა შესაძლო ყველაზე მოკლე ვადით. დაკვირვება უნდა მოხდეს პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარებაზე.
ბავშვები: ნუ გამოიყენებთ 14 წელზე ქვევით ასაკის ბავშვებში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: არაუმეტეს 7 დღისა.
გამოყენების წესი: რექტალურად.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: რეცეპტით)
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
დენტაფილ პლუსი
ქვეყანა
უზბეკეთი
ჯენერიკი
ინდომეტაცინი
დოზა
100მგ
ფორმა
სანთელი რექტალური
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი