საერთაშორისო დასახელება: დიკლოფენაკის ნატრიუმი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები.
შემადგენლობა: დიკლოფენაკის ნატრიუმი.
ჩვენებები:
- ტკივილისა და ანთებითი პროცესების სიმპტომური მკურნალობა;
- სახსრების მწვავე ანთებითი დაავადებები (ართრიტები);
- პოდაგრის მწვავე შეტევები;
- ქრონიკული ართრიტი, მათ შორის რევმატოიდული ართრიტი;
- მაანკილოზებელი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება) და ხერხემლის სხვა ანთებითი რევმატული დაავადებები;
- ართროზისა და სპონდილართროზის დროს განვითარებული მწვავე ანთება;
- რბილი ქსოვილების რევმატიზმი;
- ტრავმის შემდგომი შეშუპება და ანთება.
დოზირება და მიღების წესი:
რევმატიული დაავადებების დროს დოზა ინდივიდუალურად შეირჩევა დაავადების სიმძიმის მიხედვით. მოზრდილებში რეკომენდებული სადღეღამისო დოზაა 50–150 მგ.
უკუჩვენებები:
- ჰიპერმგრძნობელობა დიკლოფენაკის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
- აცეტილსალიცილის მჟავასთან ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან დაკავშირებული ასთმა, ბრონქოსპაზმი ან ალერგიული რეაქციები;
- სისხლწარმოქმნის დარღვევები;
- აქტიური ან განმეორებითი კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ან სისხლდენა;
- კუჭ-ნაწლავის სისხლდენა ან პერფორაცია, რომელიც დაკავშირებულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან;
- ცერებრალური ან სხვა აქტიური სისხლდენა;
- ღვიძლის, თირკმლის ან გულის მძიმე უკმარისობა;
- გულის იშემიური, ცერებროვასკულარული ან პერიფერიული არტერიული დაავადებები;
- ბავშვები და მოზარდები;
- ორსულობის III ტრიმესტრი.
შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
გაცემის წესი:
III ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.