მიღების წესი და დოზირება: სუბლინგვალური ტაბლეტები: ჩვეულებრივ ინიშნება თითო ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში. გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე სუბლინგვალურად სრულ გაწოვამდე წყლის მიყოლების გარეშე. საინექციო ხსნარი: ჩვეულებრივ 1 ამპულა კვირაში 2-ჯერ კანქვეშ, კუნთებში, ვენაში, სახსარში ან სახსრის გარშემო, აუცილებლობისას - პარავერტებრალურად. დიდი სახსრების დაავადებისას შეიძლება გამოვიყენოთ 2 ამპულა. მალამო: დილა-საღამოს, აუცილებლობის შემთხვევაში უფრო ხშირად. გამოყენების წესი: მალამო თხელ ფენად მტკივნეული ადგილას შეიზილეთ მსუბუქი შეზელვით. შეიძლება ნახვევის დადებაც. გვერდითი მოვლენები: გვერდითი მოვლენები არ გააჩნია.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა Rhus toxicodendron -ის შხამის მიმართ. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებსა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ფლაკონი დაიხუროს გამოყენებისთანავე. ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.