პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა
100 გრამი გელი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: კეტოპროფენი 2,5 გ.
დამხმარე ნივთიერებები: კარბომერი 980, ტროლამინი, ეთანოლი 96% მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, გასუფთავებული წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი M02 AA10
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი გარეგანი გამოყენებისათვის.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კეტოპროფენი – არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, პროპიონის მჟავას ჯგუფის წარმოებული. მოქმედების მექანიზმი პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთანაა დაკავშირებული. ავლენს ადგილობრივ ანალგეზიურ, ანთების საწინააღმდეგო და ანტიექსუდაციურ მოქმედებას. ადგილობრივად, გელის სახით გამოყენებისას ძალიან ნელა შეიწოვება და პრაქტიკულად არ გროვდება ორგანიზმში. გელის სახით კეტოპროფენის ბიოშეღწევადობა დაახლოებით 5%-ია, რის გამოც ორგანიზმზე მისი მოქმედება მხოლოდ ადგილობრივია და სისტემური ეფექტები არ აღინიშნება.
გამოყენების ჩვენებები
- საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები (სახსროვანი სინდრომი პოდაგრის გამწვავებისას, რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი, სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართროზი, ოსტეოქონდროზი, იოგების, მყესების ანთებითი დაზიანება, ბურსიტი, იშიაზი, ლუმბაგო);
- რევმატიული და არარევმატიული წარმოშობის მიალგიები;
- რბილი ქსოვილებისა და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის პოსტტრავმული ანთება (გაურთულებელი ტრავმების სიმპტომური მკურნალობა, მათ შორის სპორტული ტრავმების, ღრძობის, მყესების და იოგების დაჭიმვის ან გაწყვეტის, დაჟეჟილობების, პოსტტრავმული ტკივილების);
- ვენების (ფლებიტი, პერიფლებიტი), ლიმფური სისხლძარღვებისა და ლიმფური კვანძების (ლიმფანგიტი, ზედაპირული ლიმფადენიტი) ანთებითი დაავადებების კომბინირებული თერაპია.
უკუჩვენებები
- პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა აასს-ების მიმართ ინდივიდუალურად მომატებული მგრძნობელობა (მ.შ. ანამნეზში);
- 12 წლამდე ბავშვთა ასაკი;
- ორსულობის III ტრიმესტრი;
- ლაქტაცია (ძუძუთი კვება).მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის.
გელის მცირე რაოდენობა (3-5 სმ-ის სიგრძის ზოლი) დაიტანება მტკივნეულ ან ანთების ადგილზე 2-3-ჯერ დღე-ღამეში კანში შეზელვით (რამდენიმე წუთის განმავლობაში). ექიმთან კონსულტაციის გარეშე მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 7 დღეს არ უნდა აღემატებოდესგამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს
პრეპარატის მიღება ორსულობის მესამე ტრიმესტრში და ლაქტაციისას (ძუძუთი კვება) უკუნაჩვენებია. პირველ და მეორე ტრიმესტრში პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით.
გამოშვების ფორმა
2,5%-იანი გელი გარეგანი გამოყენებისთვის, ალუმინის ტუბში 45 გ.
ალუმინის ტუბი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
117346
ბრენდი
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.