ადანტი ხსნარი საინექციო 10მგ/1მლ 2.5მლ მზა შპრიცი #1
ადანტი ხსნარი საინექციო 10მგ/1მლ 2.5მლ მზა შპრიცი #1

ადანტი ხსნარი საინექციო 10მგ/1მლ 2.5მლ მზა შპრიცი #1

ესპანეთი

ტედეკ-მეჯი ფარმა

გამოიყენება მუხლის სახსრის დეფორმაციული ოსტეოართრიტის, მხრის პერიართრიტის დროს.

პროდუქტის შესახებ

ადანტი ხსნარი საინექციო 10მგ/1მლ 2.5მლ მზა შპრიცი

შემადგენლობა:

​2,5 მლ ადანტის შპრიცი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: 25 მგ ნატრიუმის ჰიალურონატი.


ჩვენება:

მუხლის სახსრის დეფორმაციული ოსტეოართრიტი, მხრის პერიართრიტი.
I,II,III ხარისხის რიზართროზი. დეგენერაციული და ტრავმული წარმოშობის ოსტეოართრიტი.


მიღების წესი და დოზირება:

ადანტის ინექცია კეთდება უშუალოდ სახსარში კვირაში ერთხელ 5 კვირის განმავლობაში. ინექციის რაოდენობა განისაზღვრება სიმპტომებიდან და დაავადების სიმწვავიდან გამომდინარე. ადანტის ინექცია კეთდება უშუალოდ სახსარშიდა სივრცეში (სინოვიალურ სითხეში).


სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენებისას:

ინექციის დროს:

  • ადანტის ინექცია კეთდება უშუალოდ სახსარშიდა სივრცეში და ამიტომ საჭიროა მკაცრად იყოს დაცული პროცედურის სტერილურობა.
  • ადანტით მკურნალობა წყდება პირველი 5- კვირიანი არაეფექტური მკურნალობის შემთხვევაში.
  • სახსარში სითხის რეტენციის შემთხვევაში რეკომენდებულია ართროცენტეზი.

სხვა:

  • დაუშვებელია ადანტის სისხლძარღვში ინექცია.
  • ადანტი არ გამოიყენება ოფთალმოლოგიაში.
  • ადანტი არის ბლანტი ხსნარი, ამიტომ ინექციისთვის სასურველია 21-23გ-იანი ნემსის გამოყენება.
  • თუ პრეპარატი ინახება მაცივარში, გამოყენების წინ საჭიროა ოთახის ტემპერატურაზე გაჩერება.
  • შპრიცი არის ერთჯერადი გამოყენების და კეთდება გახსნისთანავე.


გვერდითი მოვლენები:

იშვიათად: კანზე გამონაყარი, ურტიკარია, ქავილი. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია ადანტით მკურნალობის შეწყვეტა და ადექვატური მკურნალობის დანიშვნა. ინექციის ადგილას: იშვიათად შეიძლება განვითარდეს ტკივილი (ტრანზიტორული), შეშუპება, სიწითლე, სითბოსა და სიმძიმის შეგრძნება.
ძალიან იშვიათად შოკის სიმპტომების განვითარება, ასეთ შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ წყდება და ტარდება ადექვატური მკურნალობა.


შენახვა:

​ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას, 1- 30 C ტემპერატურაზე. თუ შესაბამისი ტემპერატურის უზრუნველყოფა ვერ ხერხდება, პრეპარატი ინახება მაცივარში.​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ტედეკ-მეჯი ფარმა
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
ჰიალურონატ ნატრიუმი+პროპილენგლიკოლი+ჰიდროქსიპროპილგუარი
დოზა
10მგ/1მლ
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
მზა შპრიცი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
2.5მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი