ალბეზი ტაბლეტი 200მგ #5

ალბეზი ტაბლეტი 200მგ #5

საქართველო

ჯი-ემ-პი

ნაჩვენებია ენტერობიოზის, ასკარიდოზის, კლონორქოზის, ტენიოზის, ტოქსოკაროზის, ტრიქინელოზის სამკურნალოდ.

პროდუქტის შესახებ

ალბეზი ტაბლეტი 200მგ

შემადგენლობა:

​ალბეზის გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - ალბენდაზოლის 200 მგ-ს.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მაგნიუმის კარბონატი, კროსკარმელოზა ნატრიუმი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, პოლივინილპიროლიდონი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, შემოსაგარსი ფხვნილი.


ჩვენება:

  • ენტერობიოზი;
  • ანკილოსტომიდოზი და ნეკატოროზი;
  • ჰიმენოლეპიდოზი;
  • ტენიოზი;
  • სტრონგილოიდოზი;
  • ასკარიდოზი;
  • ტრიქოცეფალოზი;
  • კლონორქოზი;
  • ოპისტორქოზი;
  • კანის სინდრომი Larva Migrans;
  • ლამბლიოზი ბავშვებში;
  • კისტოზური ექინოკოკოზი;
  • ალვეოლური ექინოკოკოზი;
  • ნეიროცისტიცერკოზი;
  • ჰეპატიკოლოზი;
  • გნატოსტომოზი;
  • ტრიქინელოზი;
  • ტოქსოკაროზი.


უკუჩვენება:

  • თვალის ბადურის პათოლოგია;
  • ორსულობა;
  • ლაქტაციის პერიოდი;
  • პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.


უსაფრთხოების ზომები:

ალბეზით მკურნალობისას შესაძლებელია ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ზომიერი მატება გამოვლინდეს, რაც პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ ქრება. ღვიძლის ფუნქციების მაჩვენებლების განსაზღვრა უნდა მოხდეს მკურნალობის ყოველი ციკლის დაწყების წინ და მკურნალობის პერიოდის ყოველ 2 კვირაში ერთხელ. თუ ფერმენტების აქტივობა იზრდება ორჯერ ან მეტად, ალბეზი უნდა მოიხსნას. მკურნალობა უნდა აღდგეს მაჩვენებლების ნორმირების შემდეგ.
ალბეზმა შეიძლება გამოიწვიოს ლეიკოციტების საერთო რაოდენობის ზომიერი შექცევადი შემცირება. პერიფერიული სისხლის კონტროლი უნდა მოხდეს მკურნალობის ყოველი ციკლის დაწყების წინ და მკურნალობის პერიოდის ყოველ 2 კვირაში ერთხელ. ლეიკოპენიის განვითარების შემთხვევაში პრეპარატი უნდა მოიხსნას.
პაციენტებში ნეიროცისტიცერკოზით, ალბეზით მკურნალობისას შესაძლებელია გამოვლინდეს თავის ტკივილი, რაც დაკავშირებულია პარაზიტების სიკვდილით გამოწვეულ ქალასშიდა წნევის მატებასთან. ამ შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ სათანადო თერაპია სტეროიდებით და კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებით.
რეკომენდებულია შიგნით მისაღები ან ვენაში საინექციო კორტიკოსტეროიდების გამოყენება, რათა მკურნალობის პირველ კვირაში თავიდან იქნას აცილებული არტერიული წნევის მატება.
პრეპარატი არ ინიშნება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა:

ალბენდაზოლის გვერდითი ეფექტები, რომლებიც მოქმედებენ ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეზე და მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე, გამოვლენილი არ არის.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი უკუნაჩვენებია.
სისტემური ინფექციების დროს ალბენდაზოლის მიღებისას, ქალებმა შვილოსნობის ასაკში უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის საშუალებები მკურნალობის მთელ პერიოდში და მისი დასრულებიდან 1 თვის მანძილზე.


დოზირება და მიღების წესი:

პრეპარატი ინიშნება საკვებთან ერთად, სასურველია ერთსა და იმავე დროს.
თუ 3-კვირიანი მკურნალობა გამოჯანმრთელების შედეგს არ იძლევა, საჭიროა განმეორებითი კურსის ჩატარება.
თუ პაციენტი მთლიან ტაბლეტს ვერ იღებს, როკომენდებულია მისი დანაწევრება დასაკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლება.
ნაწლავური ინფექციები და კანის სინდრომი Larva Migrans

ინფექცია

ასაკი

დოზირება და ხანგრძლივობა

ენტერობიოზი,

ანკილოსტომიდოზი,

ნეკატოროზი,

ასკარიდოზი,

ტრიქოცეფალოზი

მოზრდილები და 2 წელზე მეტი ასაკის ბავშვები

400 მგ ერთხელ დღეში / ერთჯერადად

1-2 წლის ბავშვები

200 მგ ერთხელ დღეში / ერთჯერადად

სტრონგილოიდოზი, ტენიოზი, ჰიმენოლეპიდოზი

მოზრდილები და 2 წელზე მეტი ასაკის ბავშვები

400 მგ ერთხელ დღეში / 3 დღის მანძილზე

ჰიმენოლეპიდოზის დროს რეკომენდებულია კურსის გამეორება. ხანგრძლივობა 10-21 დღე

კლონორქოზი, ოპისტორქოზი

მოზრდილები და 2 წელზე მეტი ასაკის ბავშვები

400 მგ ორჯერ დღეში / 3 დღის მანძილზე

კანის სინდრომი Larva Migrans

მოზრდილები და 2 წელზე მეტი ასაკის ბავშვები

400 მგ ერთხელ დღეში / ხანგრძლივობა 1-3 დღე

ლამბლიოზი

2-12 წლის ასაკის ბავშვები

400 მგ ერთხელ დღეში / 5 დღის მანძილზე

სისტემური ჰელმინთოზების დროს ინიშნება ხანგრძლივი თერაპია უფრო დიდი დოზებით.
დოზირება დგინდება ინდივიდუალურად ასაკის, სხეულის წონის და ინფექციის სიმძიმის გათვალისწინებით.
6 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული დიდი დოზების გამოყენება. 
პაციენტებში 60 კგ-ზე მეტი სხეულის წონით, პრეპარატის დოზა შეადგენს 400 მგ 2-ჯერ დღეში. პაციენტებში 60 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით, პრეპარატის დოზას ანგარიშობენ 15 მგ/კგ/დღეში განაწილებული 2 მიღებაზე.
მაქსიმალური დღიური დოზა – 800 მგ.

ინფექცია

მკურნალობის ხანგრძლივობა

კისტოზური ექინოკოკოზი

ხანგრძლივობა - 28 დღე. არაოპერაბელური ფორმის დროს რეკომენდებულია სამი 28-დღიანი მკურნალობის ციკლის ჩატარება, მათ შორის 14-დღიანი შესვენებების დაცვით.

ოპერაციამდე რეკომენდებულია ორი 28-დღიანი ციკლის ჩატარება, მათ შორის 14-დღიანი შესვენების დაცვით. თუ ოპერაციამდე ჩატარებული კურსი 14 დღეზე ნაკლებია ან აღმოჩნდა სიცოცხლისუნარიანი კისტები, მაშინ ოპერაციის შემდეგ ტარდება ორი 28-დღიანი მკურნალობის ციკლი, მათ შორის 140დღიანი შესვენების დაცვით

ალვეოლური ექინოკოკოზი

ხანგრძლივობა - 28 დღე. მეორე 28 დღიანი მკურნალობის კურსი ტარდება 2-კვირიანი შესვენების შემდეგ. მკურნალობა შესაძლებელია გაგრძელდეს რამდენიმე თვე ან წელი

ნეიროცისტიცერკოზი

მკურნალობის ხანგრძლივობა 7-31 დღე.

მეორე კურსის ჩატარება დასაშვებია 2-კვირიანი შესვენების შემდეგ

ჰეპატიკოლოზი

400 მგ ერთხელ დღეში / 10 დღის მანძილზე

გნატოსტომოზი

400 მგ ერთხელ დღეში / 10-20 დღის მანძილზე

ტრიქინელოზი, ტოქსოკაროზი

400 მგ ორჯერ დღეში / 5-10 დღის მანძილზე


ვარგისობა და შენახვის პირობები:

პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი.
ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ჯი-ემ-პი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
ალბენდაზოლი
დოზა
200მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
5
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი