ანთების საწინააღმდეგო ვაგინალური სანთლები ეხმარება ინფექციების საწინააღმდეგოდ, აახდენს ბუნებრივ ფლორას რეგულირებას.
Metronidazole, Miconazole
მეანობა, გინეკოლოგია → პროტოზოას, მიკრობების და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
ვაგინალური სუპოზიტორია შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: მეტრონიდაზოლი 750მგ, მიკონაზოლის ნიტრატი 200მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მყარი ცხიმი (ვიტეპსოლი S55).
ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალებები გინეკოლოგიური გამოყენებისთვის, იმიდაზოლის წარმოებულები.
ვაგინალური კანდიდოზი
ბაქტერიული ვაგინოზი
ტრიქომონადური ვაგინიტი
შერეული ინფექციებით გამოწვეული ვაგინიტები
პრეპარატის 1 სუპოზიტორია შეიყვანება ინტრავაგინალურად, ღამით, 7 დღის განმავლობაში.მორეციდივე ვაგინიტების ან სხვა სახის მკურნალობის მიმართ რეზისტენტული ვაგინიტების დროს, ლიმენდა უნდა გამოყენებულ იქნას 14 დღის განმავლობაში.ვაგინალური სუპოზიტორიების შეყვანა საშოში უნდა მოხდეს ღრმად, შეფუთვაში წარმოდგენილი ერთჯერადი სათითურების დახმარებით.65 წელზე უფროსი ასაკის ხანდაზმულ პაციენტებს დოზირების რეჟიმის კორექცია არ ესაჭიროებათ.
პრეპარატების კომპონენტების ან სხვა იმიდაზოლის წარმოებულების მიმართ მომატებული მგრნობელობა
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები
ეპილეფსია
პორფირია
ორსულობის პირველი ტრიმესტრი
იშვიათად, შესაძლებელია აღინიშნოს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (კანზე გამონაყარი) და ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა მომატებული დაღლილობა, თავრუსხვევა, თავის ტკივილი, მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი ან სპაზმები მუცელში, ლითონის გემოს შეგრძენება, ვაგინალური ქავილი, საშოს წვა და გაღიზიანება.ვაგინიტის დროს საშოს ლორწოვანი გარსის ანთების გამო შეიძლება გაძლიერდეს საშოს გაღიზიანება (წვა, ქავილი) პირველი სუპოზიტორიის შეყვანის შემდეგ ან მკურნალობის მესამე დღეს. მსგავსი გართულებები სწრაფად ქრება მკურნალობის გაგრძელებისას. ძლიერი გაღიზიანებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ორსულობა:პრეპარატის გამოყენება შეიძლება ორსულობის პირველი ტრიმესტრის შემდეგ ექიმის დაკვირვების ქვეშ, იმ პირობით, რომ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.
ლაქტაცია:მკურნალობის დროს უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება, ვინაიდან მეტრონიდაზოლი გადადის დედის რძეში. ძუძუთი კვება შეიძლება განახლდეს მკურნალობის დასრულებიდან 24- 48 საათში.
ფერტილობა:არ არსებობს მტკიცებულება ფერტილობაზე უარყოფითი ზემოქმედების შესახებ მეტრონიდაზოლის და მიკონაზოლის ცალ-ცალკე გამოყენებისას.
ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ მონაცემები არ არსებობს.