პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: თითოეული 2გ იალუნას ოვულა შეიცავს: ნატრიუმის ჰიალურონატს, აზიურ ცენტელას, გვირილის ექსტრაქტს, DL-ალფა ტოკოფეროლის აცეტატი, სილიციუმის დიოქსიდს , მყარ ნახევრადსინთეზურ გლიცერიდებს.
IALUNA- ს ოვული შეიცავს ნატრიუმის ჰიალურონატს, რომელიც ხელს უწყობს საშოს ლორწოვანის დატენიანებას, ინარჩუნებს ქსოვილის ჰიდრატაციის ფიზიოლოგიურ დონეს, ახდენს ვულვო-ვაგინალური გარემოს ნორმალიზაციას და ხელს უწყობს საშოს სიმშრალესთან დაკავშირებულ პათოფიზიოლოგიური მოვლენების გამოსწორებას.
ჩვენებები: იალუნას ოვულა გამოიყენება ვაგინალური სიმშრალისთვის, რომელიც დაკავშირებულია ასაკობრივ ცვლილებებთან, ესტროგენის უკმარისობასთან, ჰორმონოთერაპიასთან ან შიგნით მისაღებ ანუ პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებასთან; ვაგინალური სიმშრალე რომელსაც თან ახლავს, წვის, ქავილის, გაღიზიანების შეგრძნება. ვულვო-ვაგინალური ლორწოვანი გარსის დაზიანება, მშობიარობის, გინეკოლოგიური და ქირურგიული ჩარევების შემდგომ. დამხმარე თერაპია, რადიოთერაპიის და ქიმიოთერაპიის შემდეგ პერიოდში, ეპითელიუმის აღდგენის და რეგენერაციისთვის; მტკივნეული სქესობრივი აქტი (დისპანეურია).
გამოყენების წესი: 1. შეფუთვის გახსნამდე საჭიროა ხელების კარგად დაბანა. 2. საჭიროა ერთი ოვულას შეფუთვიდან ამოღება, დანარჩენების დაზიანების გარეშე. 3. ფრთხილად უნდა მოთავსდეს იალუნას ოვულს საშოში, რაც შეიძლება ღრმად.
გამოყენების სიხშირე: თუ მედიკამენტს ღებულობენ ექიმის დანიშნულების გარეშე: გამოიყენება დღეში 1 ოვულა. რეკომენდებულია საღამოს ძილის წინ, ოპტიმალური ეფექტის მისაღებად. გაღიზიანების სიმპტომების შენარჩუნების შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
სიფრთხილის ზომები: იალუნას ოვულა, რეკომენდებულია მხოლოდ ვაგინალური გამოყენებისთვის. ატოპიური დერმატიტის მქონე ადამიანებმა იალუნას გამოყენებამდე უნდა მიმართონ მკურნალ ექიმს.
ორსულობა: მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი, მიუხედავად ამისა, ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ვარგისიანობის ვადა: ვარგისიანობის ვადა: 36 თვე. არ გამოიყენება ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის წესი: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენება თუ პაკეტი არის ღია ან დაზიანებული.
აღწერა: შეფუთვა შეიცავს 10 ოვულის ფორმის სუპოზიტორიას, 2 ბლისტერად.
გამოშვების თარიღი: მითითებულია კოლოფზე.
მწარმოებელი: იბსა ფარმაცეუტიკლ, (IBSA PHARMACEUTICL), იტალია.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
125262
ჯენერიკი
ჰიალურონატ ნატრიუმი+პროპილენგლიკოლი+ჰიდროქსიპროპილგუარი