ეს-ტამი კაფსულა 0.4მგ #30

ეს-ტამი კაფსულა 0.4მგ #30

ესპანეთი

სინთონი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება- ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0,4 მგ.
ჩვენება: გამოიყენება პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს გამოვლენილი ფუნქციონალური სიმპტომების, მაგალითად შარდვის გაძნელების სამკურნალოდ. აქტიურ ინგრედიენტს წარმოადგენს ტამსულოზინი. ტამსულოზინი არის ალფა-1 რეცეპტორის ბლოკატორი, რომელიც ამცირებს პროსტატისა და შარდსაწვეთის კუნთების დაჭიმულობას. შესაბამისად შარდის ნაკადი თავისუფლად მიედინება შარდსაწვეთში და მოშარდვის პროცესიც გაადვილებულია.
უკუჩვენება: არ გამოიყენება თუ აღინიშნება: ალერგია ტამსულოზინის ან სხვა შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ. ორთოსტატული ჰიპოტენზია. მძიმე ხარისხის ღვიძლის უკმარისობა. ტამსულოზინი მიიღება განსაკუთრებული სიფრთხილით: ორთოსტატული ჰიპოტენზია. პაციენტი ღებულობს სხვა ალფა-1 რეცეპტორის ბლოკატორებს. თირკმლის მძიმე ხარისხის უკმარისობა. კატარაქტა. პაციენტმა უნდა აცნობოს თვალის მკურნალ ექიმს ოპერაციის ჩატარებამდე, რომ იღებს ან უახლოსი პერიოდის განმავლობაში იღებდა ტამსულოზინს.

მიღების წესი და დოზა: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღეში.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 30 C ტემპერატურაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სინთონი
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
ტამსულოზინი
დოზა
0.4მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი