პროდუქტის შესახებ
UniFlora-უნიფლორა
!!მაღალი კონცენტრაციის მაღალ აქტივობის მქონე, პრობიოტიკული მიკროორგანიზმების შემცველი ფორმულა-მიიღება დღეში მხოლოდ 1 კაფსულა.
შემადგენლობა:
აქტიური ინგრედიენტები
(1 კაფსულა შეიცავს) რაოდენობა
Lactobacillus Rhamnosus 2X10 9 CFU-კაფს
Lactobacillus Acidophilus 2X10 9 CFU-კაფს
Bifidobacterium Bifidum 2X10 9 CFU-კაფს
Bifidobacterium Longum 2X10 9 CFU-კაფს
Saccharomyces Boulardi 2X10 9 CFU-კაფს
უნიფლორა შეიცავს ლაქტო და ბიფიდო ბაქტერიებს მრავალფეროვან მაღალ კონცენტრაციას.
უნიფლორა ახდენს ნაწლავური მიკროფლორის ნორმალიზებას: ინარჩუნებს და არეგულირებს ნაწლავური მიკროფლორის ფიზიოლოგიურ წონასწორობას (მიკრობიოცენოზი) და უზრუნველყოფს მის ნორმალურ ფუნქციონირებას. უნიფლორას თერაპიულ ეფექტს განსაზღვრავს ცოცხალი ბიფიდო-და ლაქტობაქტერიები, რომელთაც გააჩნიათ ანტაგონისტური მოქმედება ნაწლავში არსებული პათოგენური მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის მიმართ. უნიფლორას შემადგენლობაში შემავალი რძემჟავა ბაქტერიები ახდენენ რძემჟავას და მცირე რაოდენობით ძმარმჟავას და პროპილენმჟავას პროდუქცირებას. ნაწლავში წარმოქმნილი მჟავა გარემო არახელსაყრელ პირობებს ქმნის პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროორგანიზმების განვითარებისათვის. რძემჟავა ბაქტერიები მონაწილეობს მონოსაქარიდების შეწოვაში, ნაღვლის მჟავების მეტაბოლიზმში, ახდენს ნაწლავის კედლის ეპითელიუმის უჯრედების მემბრანების სტაბილიზირებას, არეგულირებს ელექტროლიტების შეწოვას და ვიტამინების სინთეზს (ვიტამინები B1, B2, B6, B12, K, E, PP, ბიოტინი), ქმნის ხელსაყრელ პირობებს რკინის, კალციუმის და ვიტამინ D-ს შესაწოვად.
ჩვენებები: ნაწლავური დისბიოზი (ნაწლავური დისბაქტერიოზი), მათ შორის ანტიბიოტიკების, სულფანილამიდების და ქიმიოთერაპიული საშუალებების მიღების შედეგად განვითარებული ნებისმიერი ეტიოლოგიის დიარეა და მისი პროფილაქტიკა; სხვადასხვა ეტიოლოგიის ქრონიკული კოლიტი, მათ შორის არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება; გადატანილი მწვავე ნაწლავური ინფექციები; ქრონიკული ენტეროკოლიტი; გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი; მოგზაურთა დიარეა, მწვავე დიარეა; შეკრულობა, მეტეორიზმი; პირის ღრუს და ნაწლავების მიკოზები; ატოპიური დაავადებები (ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმატიტი, ალერგიული რინოკონიუქტივიტი); ალერგიული პროცესები (მათ შორის ალიმენტარული ალერგია), ალერგოზები; კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებები (ფურუნკულოზი, ფერიმჭამელა);
მიღების წესი და დოზირება: მოზრდილები-1 კაფსულა 1-ხელ დღეში, 10-30დღე
ბავშვები 6 წლის ასაკიდან- 1 კაფსულა 1-ხელ დღეში ჭამის დროს 7-10დღე
ბავშვები 2-დან 6 წლამდე ნახევარი კაფსულა 1-ხელდღეში ჭამის დროს, 5 დღე .
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა უნიფლორას შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: შესაძლოა ინდივიდუალური აუტანლობის რეაქციები. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
გამოყენების ფორმა: უნიფლორა ?30. N10 კაფსულა მოთავსებულია ბლისტერზე.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე და ფლაკონზე. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გამოშვების ფორმა: კაფსულა N30.
შენახვის წესი: ინახება სინათლისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 22C ტემპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი ქარხანა: ჰონორ ფარმა, თურქეთი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
141984
ბრენდი
ჰონორ ფარამაცეუტიკალსი
ჯენერიკი
ლიოფილიზირებული ბულარდის საქარომიცეტეტები+ლაქტობაქტერიები+ბიფიდობაქტერიები