ფაღარათის წამალი და მისი სწორად შერჩევა: გაიგეთ რომელი პრეპარატები გამოიყენება დიარეის დროს, იხილეთ დოზირება.
საერთაშორისო დასახელება
ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი (Loperamide hydrochloride).
ფაღარათის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება.
ფაღარათის (დიარეის) მკურნალობა.
მოულოდნელად განვითარებული მწვავე დიარეა მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
ხანმოკლე ფაღარათი 18 წლის და ზემოთ ასაკში, რომელიც დაკავშირებულია დიაგნოსტირებულ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომთან (IBS).
პრეპარატი განკუთვნილია შიგნით მისაღებად; კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყალთან ერთად.
საწყისი დოზა: ორი კაფსულა.
შემდგომი დოზა: ყოველი დეფეკაციის (კუჭში გასვლის) შემდეგ — ერთი კაფსულა 24 საათის განმავლობაში.
მაქსიმალური დოზა: დაუშვებელია ნებისმიერი 24 საათიანი პერიოდის მანძილზე 6 კაფსულაზე მეტის მიღება.
საწყისი დოზა: ერთი კაფსულა.
შემდგომი დოზა: ყოველი დეფეკაციის შემდეგ — ერთი კაფსულა 24 საათის განმავლობაში.
შეზღუდვა: დაუშვებელია ყოველ 20 კგ სხეულის წონაზე 3 კაფსულაზე მეტის მიღება.
მაქსიმალური დოზა: არ უნდა აღემატებოდეს 6 კაფსულას ნებისმიერი 24 საათიანი პერიოდის მანძილზე.
მნიშვნელოვანია: მედიკამენტის მიღება შესაძლებელია 48 საათის განმავლობაში. თუ დიარეა გრძელდება 48 საათზე მეტ ხანს, უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და მიემართოს ექიმს.
მომატებული მგრძნობელობა ლოპერამიდის ჰიდროქლორიდის ან ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ.
ნაწლავების გაუვალობა და მსხვილი ნაწლავის პათოლოგიური ან სწრაფი გაგანიერება.
შეკრულობა (ყაბზობა) ან მუცლის შებერილობა.
ნაწლავების ანთება ან გაღიზიანება (მაგალითად: დივერტიკულოზი, კოლიტი ან ბაქტერიული ენტეროკოლიტი, რომელიც გამოწვეულია სალმონელას, შიგელას ან კამპილობაქტერიას მიერ).
დიზენტერიის სიმპტომები (სისხლიანი განავალი და ცხელება).
ფაღარათი, რომელიც განვითარდა ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ.
12 წლამდე ასაკი.
გაიცემა რეცეპტის გარეშე (III ჯგუფი).