ჩვენებები: ფუნქციური დისპეპსია; მწვავე და ქრონიკული გასტრიტი; საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციური დარღვევები, როგორიცაა გულძმარვა, შებერილობა და სხვა; გასტროკარდიალური სინდრომი.
დოზირება და მიღების წესი: მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზევით: 1 აბი; 2-6 წლის ასაკი: ნახევარი აბი; 6-12 წლამდე: სამი მეოთხედი აბი. აბები მიიღება ენის ქვეშ 3-ჯერ დღეში კვებამდე 15 წუთით ადრე ან კვებიდან 1 საათის შემდეგ. დაავდების მწვავე დაწყებისას მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზევით: 1 აბი ყოველ 30-60 წუთში, დღეში 12 აბამდე; 2-6 წლის ასაკი: ერთჯერადი ასაკობრივი დოზა ყოველ 30-60 წუთში, დღეში 6-ჯერ. 6-12 წლის ასაკი: ყოველ 30-60 წუთში დღეში 9-ჯერ სიმპტომების გაქრობამდე. ამის შემდეგ მიიღება დღეში 3-ჯერ.
უკუჩვენებები: 2 წლამდე ასაკი.
განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ არ გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც დადგენილი აქვთ რომელიმე შაქრის მიმართ აუტანლობა.
გარეგნული სახე და შეფუთვა: 50ც სუბლინგვური აბი პლასტმასის კონტეინერში.