ფარმაკოლოგიური თვისებები: ხელს უწყობს ნაწლავთა ბუნებრივი გაწმენდის პროცესს, გამოაქვს ტოქსინები ორგანიზმიდან, ამცირებს ქოლესტერინისა და გლუკოზის დონეს სისხლში და ინარჩუნებს ოპტიმალურ ნიშნულზე, ამცირებს მადას და ხელს უწყობს სხეულის მასის ნორმალიზებას.
ჩვენებები: ეფექტურია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ისეთი გავრცელებული პრობლემების სამკურნალოდ როგორიცაა ყაბზობა, დიარეა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, აგრეთვე ბუასილი; ასევე ამცირებს ქოლესტერინის დონეს, გულსისხლძარღვთა დაავადებებისა და II ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს; გამოიყენება ორსულებში ნაწლავის დაცლის სიხშირის პრობლემებისას.
უკუჩვენება: შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
გვერდითი მოვლენები: ცნობილი არ არის.
გამოყენების წესი და დოზირება: 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში: 1 საშე 3-ჯერ დღეში.
გახსენით პაკეტის შიგთავსი 200 მლ წყალში, მოურიეთ და დალიეთ მომზადებისთანავე - მრავალძარღვის თესლის ჩენჩო კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ჯირჯვდება წყლის ზემოქმედებით და იზრდება მოცულობაში.
შენახვის პირობები: შეინახეთ 150C-250C ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა: საშე №30
პრეპარატი არ არის სამკურნალწამლო საშუალება - შემადგენლობაში შედის მხოლოდ ბუნებრივი კომპონენტები და არ შეიცავს ქიმიურ ნაერთებს.