ესპუმიზანი ბეიბი წვეთები ორალური 100მგ/1მლ 30მლ ფლაკონი #1
ესპუმიზანი ბეიბი წვეთები ორალური 100მგ/1მლ 30მლ ფლაკონი #1

ესპუმიზანი ბეიბი წვეთები ორალური 100მგ/1მლ 30მლ ფლაკონი #1

გერმანია

ბერლინ-ჰემ მენარინი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერება არის სიმეთიკონი. 1 მლ შიგნით მისაღები ემულსია შეიცავს 100 მგ სიმეთიკონს. დამხმარე ნივთიერებეიბი: მაკროგოლის სტეარატი, გლიცერინის მონოსტეარატი 40-55, სორბინის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი pH მნიშვნელობის დასარეგულირებლად, კალიუმის აცესულფამი, ნატრიუმის ქლორიდი, სორბიტის ხსნარი (არაკრისტალური, E 420), კარბომერები, ნატრიუმის ციტრატი, ბანანის არომატიზატორი, გაწმენდილი წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გასტროინტესტინური ფუნქციური დარღვევების სამკურნალო საშუალებეიბი, გასტროინტესტინური ფუნქციური დარღვევის სამკურნალო სხვა საშუალებეიბი.

ჩვენებები: სიმპტომური მკურნალობისთვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ჩივილების დროს, რომლებიც გამოწვეულია აირების წარმოქმნით, როგორიცაა ნაწლავში აირების დაგროვება, მუცლის შებერილობა, კოლიკა ახალშობილებში ან აირების მომატებული წარმოქმნა ოპერაციის შემდეგ; მუცლის ღრუს ორგანოების მოსამზადებლად დიაგნოსტიკური პროცედურებისთვის, მაგალითად, რენტგენოგრაფია, უბგ, ენდოსკოპიური კვლევა, ასევე კონტრასტული ნივთიერებეიბის სუსპენზიაზე დანამატის სახით.

დოზირება და მიღების წესი: ესპუმიზანი ბეიბი ყოველთვის მიიღება მოცემულ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის მკაცრად დაცვით. არსებობს ესპუმიზანი ბეიბის დოზის განსაზღვრის ორი მეთოდი: იმის მიხედვით, თუ რამდენად მაღალია დოზა, მისი განსაზღვრა შეიძლება: პიპეტით ამ მილილიტრებით გრადუირებული (მლ) საზომი ხუფით. დოზირება ესპუმიზანი ბეიბის დოზა განისზღვრება სიმპტომების გამოხატულობის მიხედვით. როგორც წესი, გამოიყენება შემდეგი დოზები: 1 წლამდე ერთჯერადი დოზა - 5-10 წვეთი - ყოველი კვების დროს ემატება ბავშვის საკვებ ბოთლში ან ეძლევა პატარა კოვზით უშუალოდ ძუძუთი კვების წინ. 1-6 წელი: 10 წვეთი 3-5-ჯერ დღეში. 6-14 წელი: 10-20 წვეთი 3-5-ჯერ დღეში. მოზარდები: 20 წვეთი 3-5-ჯერ დღეში. გარდა ამისა, ესპუმიზანი ბეიბის მიღება შეიძლება ოპერაციის შემდეგ. ესპუმიზანი ბეიბი მიიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე ძილის წინ. ესპუმიზანი ბეიბის მიიღება სიმპტომების არსებობამდე. ესპუმიზანი ბეიბის ხანგრძლივად მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. დიაგნოსტიკური პროცედურებისთვის მოსამზადებლად: პროცედურამდე 1 დღით ადრე - 1 მლ 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ, პროცედურის ჩატარების დღეს - 1 მლ. კონტრასტული ნივთიერებეიბის სუსპენზიაზე დანამატის სახით: 2-4 მლ კონტრასტული საშუალების 1 ლ აფაფაზეა ორმაგი კონტრასტული გამოსახულების მისაღებად. კუჭისა და წვრილი ნაწლავის ენდოსკოპიური გამოკვლევისას მოსამზადებლად: 2-3 მლ ენდოსკოპიის ჩატარებამდე. საჭიროების შემთხვევაში, თუ პროცედურას ხელს უშლის ქაფის ბუშტუკები, მათი გაქრობა შეიძლება რამდენიმე მილილიტრი ემულსიის შეყვანით ენდოსკოპის ინსტრუმენტულ არხში, პროცედურის ჩატარების დროს. გამოყენებამდე უნდა მოხდეს ფლაკონის კარგად შენჯღრევა. პიპეტის გამოყენება: ფლაკონის დაკავება ხდება ვერტიკალურად თავით ქვემოთ. 25 წვეთი შეესაბამაება 1 მლ ემულსიას. საზომი ხუფის გამოყენება: საზომი ხუფი არის დოზირების ხელსაწყო, რომელზეც აღნიშნულია გრადუირების ხაზები მილილიტრებში. ის დამაგრებულია 30 მლ და 50 მლ ტევადობის ფლაკონი-საწვეთურის ხრახნიან თავსახურზე. საჭიროების, შეიძლება მისი ამოღება და გამოყენება დოზის გასაზომად პიპეტის ნაცვლად.


უკუჩვენებები: ალერგია მოქმედი ნივთიერების სიმეთიკონის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტების მიმართ.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ უნდა მოხდეს გაყინვა!

ვარგისიანობის ვადა: 36 თვე. ესპუმიზანი ბეიბის გამოყენება შეიძლება ფლაკონის გახსნიდან 6 თვის განმავლობაში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბერლინ-ჰემ მენარინი
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
სიმეტიკონი
დოზა
100მგ/1მლ
ფორმა
წვეთები ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
30მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი