დოპროკინი ტაბლეტი 10 მგ ეხმარება კუჭს და საჭმლის მონელებას, ეფექტურად ხსნის არასასიამოვნო შეგრძნებებს
საერთაშორისო დასახელება - Domperidone
თითოეული ტაბლეტი შეიცავს: 10 მგ დომპერიდონს.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის მარეგულირებელი საშუალება.
ღებინება, გულისრევა, დისპეფსიური სიმპტომების კომპლექსი, განპირობებული კუჭის შენელებული დაცლით, გასტროეზოფაგური რეფლუქსით, ეზოფაგიტით (კუჭის გადავსების შეგრძნება, ბოყინი, მეტეორიზმი, გულძმარვა).
ფუნქციური ან ორგანული გენეზის ღებინება, გულისრევა (მათ შორის ინფექციებისას, დიეტის დარღვევისას, ქიმიური ან სხივური თერაპიისას).
დოფამინის აგონისტებით გამოწვეული ღებინება და გულისრევა პარკინსონის დაავადების დროს მათი გამოყენების შემთხვევებში (როგორიცაა ლევოდოპა და ბრომკრიპტინი).
დოზირების რეჟიმი:
მწვავე ღებინების ან გულისრევის შემთხვევებში პრეპარატს უნიშნავენ 20 მგ 3-4-ჯერ დღის განმავლობაში და ძილის წინ.
ქრონიკული დისპეფსიური მოვლენებისას პრეპარატს უნიშნავენ 10 მგ 3-ჯერ დღეში და დამატებით ძილის წინ.
საჭიროების შემთხვევაში აღნიშნულ დოზას აორმაგებენ.
მწვავე ღებინების ან გულისრევის შემთხვევებში პრეპარატს უნიშნავენ სუსპენზიის სახით 5 მლ./10 კგ. სხეულის წონაზე გაანგარიშებით 3-4 მიღებაზე დღეში და ძილის წინ.
ქრონიკული დისპეფსიური მოვლენებისას პრეპარატს უნიშნავენ გაანგარიშებით 2.5 მლ 10 კგ. სხეულის წონაზე 3-ჯერ დღეში და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ძილის წინ.
მიღება რეკომენდებულია ჭამამდე. ჭამის შემდეგ პრეპარატის მიღებისას აბსორბცია ცოტათი ნელდება. 5 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში ტაბლეტებს არ უნიშნავენ. თირკმლის უკამრისობით ავადმყოფებში რეკომენდებულია პრეპარატის მიღების სიხშირის შემცირება (იხ. ნაწილი “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).
მედიკამენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;
ნაწლავების მექანიკური გაუვალობა ან პერფორაცია.
პროლაქტინის მაპროდუცირებელი ჰიპოფიზის სიმსივნე (პროლაქტინომა).
ანტაციდურ ან ანტისეკრეტორულ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, საბოლოო პრეპარატები ჭამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული, და არა ჭამამდე, ე.ი. მათი მიღება ნორპრესდონთან ერთად არ შეიძლება.
იმის გამო, რომ სიცოცხლის პირველ თვეებში მეტაბოლური და ჰემატოენცეფალური ბარიერი მთლიანად განვითარებული არ არის, ძუძუს ასაკის ბავშვებში ნებისმიერი პრეპარატი ფრთხილად უნდა დაინიშნოს და ძლიერი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. ვინაიდან ნევროლოგიური გვერდითი მოქმედებების არ არსებობა ძირითადად წარმოადგენს ჰემატოენცეფალური ბარიერის სუსტი დაძლევის შედეგს, ნევროლოგიური სიმპტომატიკის მთლიანად გამორიცხვა არ შეიძლება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.
დომპერიდონის ღვიძლში მაღალი მეტაბოლიზმის გათვალისწინებით ფრთხილად უნდა დაენიშნოთ ავადმყოფებს ღვიძლის უკმარისობით.
ავადმყოფებში თირკმელების მძიმე უკმარისობით (შრატისმიერი კრეატინი >6მგ/100მლ, ე.ი.> 0.6 მოლი/ლ) დომპერიდონის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება 7.4-დან 20.8 საათამდე, მაგრამ პრეპარატის კონცენტრაციები პლაზმაში უფრო მცირე იყო ვიდრე მოხალისე ჯანმრთელებში. ვინაიდან პრეპარატის ძალიან მცირე რაოდენობა გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი სახით, თითქმის არ არის საჭირო ერთჯერადი დოზის კორექცია ავადმყოფებში თირკმელების უკმარისობით.
განმეორებითი დანიშვნისას, შეყვანის სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს ერთხელ ან ორჯერ დღე-ღამეში, თირკმელების უკმარისობის სიმძიმის მიხედვით, და ასევე შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება. ჩვეულებრივ, ხანგრძლივი თერაპიისას ავადმყოფები რეგულარული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ.
დომპერიდონი შეყვანილი ცხოველებისათვის დოზით 160 მგ/კგ/დღეში, ტერატოგენულ მოქმედებას არ ახდენდა. მაგრამ, უმეტესი სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ნორპრესდონი ორსულობის პირველი ტრიმესტრის პერიოდში, ინიშნება მხოლოდ მისი თერაპიული სარგებელის შემთხვევაში.