ტრავმული და ოპერაციის შემდგომი ინფექციური გართულებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. გამოყენების წესი და დოზირება
დოზა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, ინფექციის ტიპზე, ორგანიზმის მდგომარეობასა და პაციენტის ასაკზე.
გამოიყენება ადგილობრივად. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ ფლაკონი! თვალის წვეთების ჩაწვეთების წინ საჭიროა კონტაქტური ლინზების მოხსნა, მათი თავიდან გაკეთება შეიძლება ჩაწვეთებიდან 15 წუთის შემდეგ. წვეთების ჩაწვეთებისას ავადმყოფ თვალში/თვალებში, არ შეიძლება საწვეთურის წვერით ქუთუთოების, თვალების გარშემო კანის ან სხვა ზედაპირების შეხება კონტამინაციის თავიდან ასაცილებლად.
არამძიმე ინფექციური პროცესის დროს - 1-2 წვეთი კონიუქტივალურ პარკში 4-6 ჯერ დღეში.
მწვავე ინფექიური პროცესის დროს - 1-2 წვეთი კონიუქტივალურ პარკში ყოველ 60 წუთში ერთხელ პრეპარატის ინსტილაციის სიხშირის შემცირებით ანთების მოვლენების შემცირების მიხედვით. თერაპიის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.
თვალებში ჩაწვეთების ტექნიკა. ოდნავ გადავწიოთ თავი უკან და ჩამოვწიოთ ქვედა ქუთუთო ისე, რომ წარმოიქმნას ჯიბე და ჩავიწვეთოთ პრეპარატის 1-2 წვეთი. დავხუჭოთ თვალები და ვამოძრაოთ თვალები 1-2 წუთის განმავლობაში. შენახვის პირობები
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25 ძჩ ტემპერატურაზე. არ გაყინოთ! არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.