დექსიდროფი წვეთები თვალის 15მლ #1

დექსიდროფი წვეთები თვალის 15მლ #1

რუმინეთი

რომფარმ კომპანი
პროდუქტის შესახებ
დასახელება - დექსიდროფი წვეთები თვალის 15მლ #1

ფარმაკოდინამიკური თვისებები
დექსიდროფი 3 მგ/მლ +1მგ/მლ, თვალის წვეთები, ხსნარი წარმოადგენს ფიზიოლოგიური ცრემლის შემცვლელ პროდუქტს, რომელსაც გააჩნია ფიზიკური და არა ფარმაკოლოგიური მოქმედება. პრეპარატი შეიცავს ადამიანის ცრემლის იონურ კომპონენტებს: კალციუმს, კალიუმს და ქლორის იონებს. ასევე შეიცავს წყალში ხსნად ორ პოლიმერს, როგორიცაა დექსტრანი 70 და ჰიპრომელოზა. პრეპარატის პოლიმერული შემადგენლობა უზრუნველყოფს რქოვანას დატენიანებას. ხელოვნური ცრემლის ზედაპირული დაჭიმულობა და სიბლანტე ბუნებრივი ცრემლის მსგავსია. დექსტრან 70-ისა და ჰიპრომელოზის წყლის ფორმით კომბინაცია უზრუნველყოფს დამამშვიდებელ და დამატენიანებელ მოქმედებას მშრალი თვალის სინდრომის დროს, რომელიც ცრემლის ან ლორწოვანი სეკრეტის არასაკმარის სეკრეციასთანაა დაკავშირებული.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აღნიშნულ პროდუქტთან მიმართებაში დექსტრან 70-ისა და ჰიპრომელოზის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი არ არის. შემადგენელი პოლიმერების მაღალმოლეკულური წონის გამო, რქოვანასა და კონიუნქტივაში შეღწევა, მოსალოდნელია, იყოს დაბალი.
თერაპიული ჩვენებები
დექსიდროფი 3 მგ/მლ +1მგ/მლ, თვალის წვეთები, ხსნარი, გამოიყენება მოზრდილებში, ბავშვებსა და ხანდაზმულებში, როგორც დამატენიანებელი საშუალება და ხელოვნური ცრემლი მშრალი თვალის სინდრომისა და თვალების გაღიზიანების დროს, რომელიც დაკავშირებულია ცრემლის ან ლორწოვანი სეკრეტის არასაკმარის სეკრეციასთან.
დოზირება და მიღების წესი
დოზირება
მოზრდილები, ბავშვები და ხანდაზმულები:
ერთი ან ორი წვეთი დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში საჭიროების შესაბამისად.
მიღების წესი
პრეპარატი გათვალისწინებულია მხოლოდ ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის.
დაუშვებელია ხსნარის გამოყენება მისი ფერის შეცვლის ან ამღვრევის შემთხვევაში.
დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, საწვეთური მოარიდეთ თვალის ზედაპირთან ან სხვა საგნებთან შეხებას. გამოყენებისთანავე ფლაკონს დაახურეთ თავსახური.
თვალის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით ფლაკონის პირველად გახსნისას თავსახურს მოაცილეთ რგოლი.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა დექსტრან 70-ის, ჰიპრომელოზას ან რომელიმე შემავსებლის მიმართ.

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25რC ტემპერატურის პირობებში, თავდაპირველ შეფუთვაში.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია 28 დღის განმავლობაში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
რომფარმ კომპანი
ქვეყანა
რუმინეთი
ჯენერიკი
ჰიპრომელოზა+დექსტრანი
ფორმა
წვეთები თვალის
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
15მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი