ოზემპიკი ნემსი ეხმარება სისხლში შაქრის დონის რეგულირებაში, წონის შემცირებაში და მეტაბოლიზმის გაუმჯობესებაში, მარტივი გამოყენებით.
ქვეყანა: ლატვია
მწარმოებელი: Novo Nordisk
ოზემპიკი - ინოვაციური საშუალება ტიპი 2 დიაბეტის პაციენტებში სისხლში შაქრის კონტროლისთვის. ეხმარება წონის შემცირებაში და მეტაბოლიზმის გაუმჯობესებაში.
ფორმა: წინასწარ შევსებული შპრიც-კალამი, რომელიც უზრუნველყოფს 4 დოზას.
შემადგენლობა (აქტიური ნივთიერება): სემაგლუტიდი (semaglutide).
კლასი/მექანიზმი: გლუკაგონის მსგავსი პეპტიდ-1 (GLP-1) რეცეპტორის აგონისტი.
ოზემპიკი აძლიერებს ინკრეტინულ ეფექტს: ამცირებს ღვიძლის მიერ გლუკოზის გამოყოფას, აყოვნებს კუჭის დაცლის სიჩქარეს, ზრდის ინსულინის სეკრეციას მაღალი შაქრის პირობებში და ამცირებს გლუკაგონს. შედეგად უმჯობესდება გლიკემიური კონტროლი, ხოლო ბევრ პაციენტში აღინიშნება გავრცელებული თანხმლები ეფექტი - წონის კლება.
ოზემპიკი პოპულარული პრეპარატია, თუმცა, როდის შეიძლება მისი გამოყენება, გაიდლაინებით საკმაოდ მკაცრად არის განსაზღვრული. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ხშირად ოზმემპიკის ნემსი გასახდომ საშუალებად აღიქმება.
სამედიცინო თვალსაზრისით კი ოზემპიკი გამოიყენება შემდეგი ჩვენებების დროს:
დიეტასთან და ფიზიკურ აქტივობასთან ერთად დიაბეტის ტიპი ორის მქონე მოზრდილებში სისხლში გლუკოზის დონის გასაუმჯობესებლად;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის არასასურველი მოვლენების (მაგ. ინფარქტი/ინსულტი) რისკის შესამცირებლად 2 ტიპის დიაბეტისა და დადგენილი გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე მოზრდილებში;
ქრონიკული თირკმლის დაავადების მქონე 2 ტიპის დიაბეტიანებში - eGFR-ის დაქვეითების, თირკმლის ტერმინალური სტადიის და გულ-სისხლძარღვთა სიკვდილის რისკის შესამცირებლად.
ამავდროულად, ოზემპიკი არ ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:
1 ტიპის დიაბეტისთვის ან დიაბეტური კეტოაციდოზისას.
18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის - ამ ასაკობრივ კატეგორიაში მისი უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
ოზემპიკი II რეცეპტული ჯგუფის მედიკამენტია და ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ ყიდვას, თუკი ექიმის მიერ გაცმეული ფორმა 100 გაქვთ. შესაბამისად, სწორედ ექიმმა უნდა განსაზღვროს, თქვენივე საჭიროებებიდან გამომდინარე, რომელი დოზა გჭირდებათ - 0.25მგ-იანი, 0.5მგ-იანი თუ ოზემპიკი 1 მგ-იანი შეფუთვით.
დოზირების სქემა (ტიტრაცია) კი, როგორც წესი, შემდეგნაირია:
საწყისი დოზა: 0.25 მგ, კვირაში ერთხელ, 4 კვირის განმავლობაში;
შემდეგ: გაზრდა 0.5 მგ-მდე, კვირაში ერთხელ - მონიტორინგის საშუალებით ექიმმა უნა განსაზღვროს, როგორ გაგრძელდეს მკურნალობა ამ დოზის შემდეგ;
საჭიროების შემთხვევაში ექიმმა შეიძლება გაზარდოს 1 მგ ან 2 მგ-მდე, კვირაში ერთხელ.
გამოყენების ოქროს წესია, არ შეცვალოთ დოზირება თვითნებურად, არ მიიღოთ პრეპარატი კვირაში ერთზე მეტჯერ და დააკვირდით თქვენი ორგანიზმის რეაქციას, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე.
როგორ გამოვიყენოთ ოზემპიკი? - მიღების წესი მკურნალმა ექიმმა უნდა აგიხსნათ. თუმცა, ზოგადად ინექციის გაკეთება ხდება კანქვეშ, მუხლის, ბარძაყის წინა ან მხრის ზედა ნაწილში. შესაძლებელია ინექციის ნებისმიერ დროს გაკეთება და ის არანაირ კავშირში არ არის კვებასთან.
ყოველი ინექციის დროს შეცვალეთ ოზემპიკის ნემსი და ცვალეთ ადგილები, სადაც შეგყავთ მედიკამენტი - ასე თავიდან აირიდებთ კანის გაღიზიანებას.
როგორ ვიქცევით გამოტოვებული დოზის შემთხვევაში? თუ გამოტოვებიდან გავიდა 5 დღეზე ნაკლები, ინექცია გააკეთეთ, როგორც კი გაგახსენდებათ, შემდეგი დოზა კი გააგრძელეთ ჩვეულ დღეს. ხოლო, 5 დღეზე მეტის გასვლის შემთხვევაში, გამოტოვეთ დოზა და დაუბრუნდით ჩვეულ გრაფიკს - გახსოვდეთ, ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია. ასევე, უმჯობესი იქნება ინდივიდუალური ფაქტორების გამო ამ საკითხზეც დეტალური ინფორმაცია მიიღოთ მკურნალი ექიმისგან.
ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქციებია: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა. თუმცა ეს ყველაფერი ხშირად დროებითია და მცირდება დოზის ეტაპობრივი გაზრდით.
თუმცა, ოზემპიკის მიღებას ახლავს სხვა რისკებიც, რაც კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ მონიტორინგსა და მკურნალ ექიმთან მჭიდრო კომუნიკაციას. ეს შეიძლება იყოს:
პანკრეატიტი - ძლიერი, მუდმივი მუცლის ტკივილი (ხშირად ზურგისკენ გადაცემით), ღებინებით ან მის გარეშე. ამ სიმპტომებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ჰიპოგლიკემია - განსაკუთრებით ინსულინთან ან სულფონილშარდოვანასთან კომბინაციისას. სიმპტომები: თავბრუსხვევა, კანკალი, ოფლიანობა, შიმშილი, დაბნეულობა, სწრაფი პულსი.
თირკმლის ფუნქციის გაუარესება, რაც დეჰიდრატაციამ (განავლის აშლილობა/ღებინება) შეიძლება გაამწვავოს. დალიეთ საკმარისი რაოდენობის სითხე და ამ შემთხვევაშიც აცნობეთ ექიმს სიმპტომები.
დიაბეტური რეტინოპათიის გამწვავება - თუ გაქვთ შესაბამისი სამედიცინო ისტორია, აცნობეთ ოფთალმოლოგს.
ალერგიული რეაქცია, რაც შეიძლება იყოს სახის/კისრის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, გამონაყარი, თავბრუსხვევა. ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება და შემდეგ აცნობეთ მკურნალ ექიმს.
სანამ ამ პრეპარატით დაიწყებთ მკურნალობას, აცნობეთ ექიმს, თუ ოდესმე გქონდათ პანკრეასის ან თირკმლის პრობლემები, გაწუხებთ რეტინოპათია.
ასევე, თუკი ორსულად ხართ, ლაქტაციაზე იმყოფებით, ან გეგმავთ ორსულობას - ამაზეც აცნობეთ მკურნალ ექიმს. გაიდლაინები გირჩევთ, სემაგლუტიდი შეწყვიტოთ ორსულობამდე 2 თვით ადრე.
ასევე, აუცილებლად შეატყობინეთ სპეციალისტს, თუკი იღებთ სხვა პრეპარატებს (რეცეპტულ/ურეცეპტო, ვიტამინები, მცენარეული დანამატები), განსაკუთრებით ინსულინს ან სულფონილშარდოვანას.
გახსნამდე: მოატავსეთ მაცივარში 2–8°C ტემპერატურაზე, არ გაყინოთ;
გამოყენებისას: კალამი ვარგისია 6 კვირის განმავლობაში. შეინახეთ 30°C ნაკლებ ტემპერატურაზე, ან მაცივარში (2–8°C).
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას; არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.
კვირის რომელ დღეს სჯობს, გავიკეთო ინექცია? - სამედიცინო თვალსაზრისით მნიშნელოვანია მხოლოდ ის, რომ აირჩიოთ ერთი კონკრეტული დღე და ყოველთვის იმ დღეს მიიღოთ პრეპარატი(მაგ., ყოველ ორშაბათს).
შეიძლება დრო ოდნავ შევცვალო? - დიახ, დროის მინიმალურად შეცვლა დასაშვებია. მაგალითად, თუკი ერთ ორშაბათს ინექცია გაიკეთეთ დღის პირველ ნახევარში, შესაძლებელია, შემდეგ ორშაბათს პრეპარატი საღამოს მიიღოთ.
ვგეგმავ ორსულობას, როგორ მოვიქცე? - რეკომენდაციაა ოზემპიკის მიღების შეწყვეტა ორსულობამდე 2 თვით ადრე. ინდივიდუალური ჩვენებების გამო, უმჯობესია, შეთანხმდეთ ამ საკითხზე ენდოკრინოლოგთან და გინეკოლოგთან.