მეტფორმინი დენკი 850მგ – ტიპი 2 დიაბეტის პირველი ხაზის თერაპია. 120 ტაბლეტი შეფუთვაში.
მეტფორმინი
მეტფორმინი დენკი
ერთი ტაბლეტი შეიცავს:
ბირთვი:
პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატი.
ბიგუანიდების ჯგუფის პერორალური გამოყენების ჰიპოგლიკემიური საშუალება.
პრეპარატის დოზა ექიმის მიერ დგინდება ინდივიდუალურად სისხლში გლუკოზის დონის შესაბამისად.
საწყისი დოზა შეადგენს 500–1000 მგ/დღე-ღამეში (1–2 ტაბლეტი). 10–15 დღის შემდეგ შესაძლებელია დოზის შემდგომი თანდათანობითი მომატება სისხლში გლუკოზის დონის გათვალისწინებით.
პრეპარატის შემანარჩუნებელი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 1500–2000 მგ/დღე-ღამეში (3–4 ტაბლეტი). მაქსიმალური დოზაა 3000 მგ/დღე-ღამეში (6 ტაბლეტი).
ხანდაზმულ პაციენტებში რეკომენდებული სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1 გ-ს (2 ტაბლეტი).
მეტფორმინის ტაბლეტები უნდა მიიღოთ დაუღეჭავად, ჭამის დროს ან უშუალოდ მის შემდეგ, მცირე რაოდენობის სითხის (1 ჭიქა წყლის) დაყოლებით.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი მოვლენების შემცირების მიზნით, სადღეღამისო დოზა უნდა განაწილდეს 2–3 მიღებაზე.
ლაქტოაციდოზის განვითარების მომატებული რისკის გათვალისწინებით, პრეპარატის დოზა აუცილებელია შემცირდეს მძიმე მეტაბოლური დარღვევების შემთხვევებში.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, პირღებინება, პირში ლითონის გემო, უმადობა, ფაღარათი, მუცლის შებერვა, მუცლის ტკივილი. ეს სიმპტომები განსაკუთრებით ხშირად გვხვდება მკურნალობის დასაწყისში და, როგორც წესი, თავისით ქრება. ხსენებული სიმპტომები შეიძლება შემცირდეს ანტაციდების, ატროპინის წარმოებულების ან სპაზმოლიზური საშუალებების დანიშვნით.
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: იშვიათ შემთხვევებში – ლაქტაციდოზი (საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას); ხანგრძლივი მკურნალობის პირობებში – ჰიპოვიტამინოზი B12 (შეწოვის დარღვევა).
სისხლწარმომქმნელი ორგანოების მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – მეგალობლასტური ანემია.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: ჰიპოგლიკემია.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე.
ფეხმძიმობის დაგეგმვის, აგრეთვე მეტფორმინის მიღების ფონზე ფეხმძიმობის დროს, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და დაინიშნოს ინსულინით მკურნალობა.
იმის გათვალისწინებით, რომ დედის რძეში პრეპარატის შეღწევის შესახებ არ არსებობს მონაცემები, მისი გამოყენება ძუძუთა კვების დროს უკუნაჩვენებია. ლაქტაციის პერიოდში მეტფორმინის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა ძუძუთა კვება შეწყდეს.