მეპრილი ტაბლეტი 1მგ #30

მეპრილი ტაბლეტი 1მგ #30

თურქეთი

ალი რაიფ ილაჩი
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - glimepiride
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ენდოკრინოლოგია → პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები → სულფონილშარდოვანას წარმოებულები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტები: გლიმეპირიდი.....1 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, ,,გლიკოლიატის ნატრიუმის სახამებელი”, 25000 პოლივიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, რკინის წითელი ჟანგი (E 172).
1 ტაბ. გლიმეპირიდი......2 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, ,,გლიკოლიატის ნატრიუმის სახამებელი”, 25000 პოლივიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, რკინის ყვითელი ჟანგი (E 172) ალუმინის პუდრით პიგმენტირებული ინდიკოკარმინის ლაქი (E 132).
1 ტაბ. გლიმეპირიდი......3 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, ,,გლიკოლიატის ნატრიუმის სახამებელი”, 25000 პოლივიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, რკინის ყვითელი ჟანგი (E 172) .
1 ტაბ. გლიმეპირიდი......4 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, ,,გლიკოლიატის ნატრიუმის სახამებელი”, 25000 პოლივიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ალუმინის პუდრით პიგმენტირებული ინდიკოკარმინის ლაქი (E 132).

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატი.
ჩვენებები
ინსულინდამოუკიდებული შაქრიანი დიაბეტი (ტიპი 2) დიეტით, თერაპიისა და ფიზიკური დატვირთვების არაეფექტურობის დროს. გარდა ამისა, გლიმეპირიდის გამოყენება შესაძლებელია ინსულინის პრეპარატებთან ერთად 2 ტიპის ინსულინდამოუკიდებული შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში.

დოზების რეჟიმი
პრეპარატის საწყის და შემანარჩუნებელ დოზას ადგენენ ინდივიდუალურად, სისხლში და შარდში შაქრის დონის რეგულარული კონტროლის შედეგების საფუძველზე. სისხლში და შარდში შაქრის დონეზე რეგულარული დაკვირვება საშუალებს იძლევა განვსაზღვროთ პრე-პარატის მიმართ პირველადი ან მეორადი რეზისჟტენტობა.

საწყისის დოზა და დოზის შერჩევა:
მკურნალობის დასაწყისში ინიშნება 1 მგ გლიმეპირიდი დღეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში დღეღამური დოზა თანდათან შეიძლება გაიზარდოს სისხლში შაქრის დონის რეგურალური კონტოლის პირობებში (1-2 კვირის ინტერვალით) შემდეგი სქემის მიხედვით: 1 მგ, 2 მგ, 3 მგ, 4 მგ, 6 მგ და გამონაკლის შემთხვევებში 8 მგ. კარგად კონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ავადმყოფებისათვის სადღეღამისო დოზის დიაპაზონი შეადგენს 1-დან 4 მგ-დე. მხოლოდ ცალკეულ ავადმყოფებში აღინიშნება თერაპიული ეფექტი პრეპარატის 6 მგ-ზე მეტი სადღეღამისო დოზის მიჟღებით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 8 მგ.

დოზის კორექცია:
შაქრიანი დიაბეტის კომპენსაციის მიღწევისას მატულობს მგრძნობელობა ინსულინის მიმართ. ამასთან დაკავშირებით მკურნალობის პროცესში შეიძლება შემცირდეს გლიმეპირიდზე მოთხოვნილება. ჰიპოგლიკემიის განვითარების თავიდან ასაცილებლად საჭიროა დროებით შევამციროთ დოზა ან მოვხსნათ პრეპარატი. დოზის კორექცია საჭიროა აგრეთვე წარმოებდეს ავადმყოფის სხეულის მასის ან ცხოვრების წესის შეცვლის შემთხვევაში, ან ისეთი სხვა ფაქტორების წარმოქმნისას, რომელიც ხელს უწყობს ჰიპო- ან ჰიპერგლიკემიის განვითარების რისკის მომატებას

შაქრის დონის დამწევი სხვა პრეპარატიდან გლიმეპირიდზე ავადმყოფის გადაყვანა:
არ არსებობს ზუსტი თანაფარდობა გლიმეპირიდისა და შაქრის დამწევი სხვა პერორალური პრე-პარატების დოზებს შორის. ამგვარი პრეპარატებიდან მედიკამენტზე გადაყვანისას მისმა სადღეღამისო საწყისმა დოზამ უნდა შეადგინოს 1 მგ (იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ავადმყოფი მედიკამენტზე გადაჰყავთ სხვა შაქრის დამწევი პერორალური პრეპარატის მაქსიმალური დოზიდან) გლიმეპირიდის დოზის ნებისმიერი მომატება საჭიროა მოხდეს იმ რეკომენდაციების შესაბამისად, რომელიც წარმოდგენილია ქვეთავში ,,საწყისი დოზა და დოზის შერჩევა”. საჭიროა მხედველობაში მივიღოთ ადრე გამოყენებული სხვა შაქრის დამწევი პერორალური პრეპარატის ეფექტურობის ხარისხი და ხანგძლივობა. შეიძლება წამოიჭრას დროებით მკურნალობის შეწყვეტის საჭიროება ადიტიური ეფექტის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ზრდის ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ალი რაიფ ილაჩი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
გლიმეპირიდი
დოზა
1მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი