დოზირება და მიღების წესი: დღიური დოზა მკურნალობის დასაწყისში მგრძნობელობის გამოხატული დარღვევების დროს მძიმე დიაბეტური პოლინეიროპათიის შემთხვევაში შეადგენს თიოქტაციდის 600T 1 ამპულას 2-4 კვირის განმავლობაში. თიოქტაციდის 600T შეიძლება გამოყენებული იქნას ინფუზიის სახით ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიურ ხსნარში (განზავებული 100-250 მლ-მდე) 30 წუთის განმავლობაში. ინტრავენური შეყვანა უნდა ჩატარდეს ნელა (არაუსწრაფეს 50 მგ თიოქტის მჟავა, ანუ თიოქტაციდის 600T ხსნარის 2 მლ წუთში). ამის გარდა, შესაძლებელია განუზავებელი ხსნარის ინტრავენური შეყვანა საინექციო შპრიცის ან პერფუზორის დახმარებით. ამ შემთხვევაში შეყვანის დრო უნდა შეადგენდეს არანაკლებ 12 წუთს. ინფუზიის ჩატარებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები: სინათლისადმი აქტიური ნივთიერების მგრძნობელობის გამო ამპულა უნდა იქნას ამოღებული მუყაოს შეფუთვიდან უშუალოდ გამოყენების წინ. გამხსნელის სახით თიოქტაციდის 600T საინფუზიო ხსნარისათვის გამოიყენება მხოლოდ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი. საინფუზიო ხსნარი დაცული უნდა იქნას სინათლისაგან (მაგალითად, ალუმინის ფოლგაში). სინათლისაგან დაცული საინფუზიო ხსნარი ვარგისია 6 საათის განმავლობაში. შემდგომ გადადიან შემანარჩუნებელ თერაპიაზე ალფა-ლიპოის მჟავის პერორალური წამლის ფორმებით, დოზით 300-600 მგ დღე-ღამეში. დიაბეტური პოლინეიროპათიის თერაპიის საფუძველს წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტის ოპტიმალური მკურნალობა.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა თიოქტის (a-ლიპოის) მჟავასა და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. ყურადღება: არ არსებობს კლინიკური მონაცემები ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატის გამოყენების შესახებ, ამიტომ არ შეიძლება პრეპარატის დანიშვნა ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში.
ორსულობა და ლაქტაცია: სამკურნალო საშუალების ადექვატური კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო არ არის რეკომენდირებული მისი დანიშვნა ორსული ქალებისათვის. უცნობია, გადადის თუ არა თიოქტის მჟავა დედის რძეში. ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე. აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით.