გამოიყენება კორტიკოსტეროიდების მიმართ მგრძნობიარე დერმატოზების, როგორიცაა ფსორიაზი, ეგზემა, დერმატიტი (მაგალითად, ატოპიური დერმატიტი), ანთებითი და ქავილის გამოვლინებების სამკურნალოდ.
მალამოს 1 გ შეიცავს 1 მგ მომეტაზონის ფუროატს.
ამეტაზონის მალამო ნაჩვენებია კორტიკოსტეროიდების მიმართ მგრძნობიარე დერმატოზების, როგორიცაა ფსორიაზი, ეგზემა, დერმატიტი (მაგალითად, ატოპიური დერმატიტი), ანთებითი და ქავილის გამოვლინებების სამკურნალოდ.
ამეტაზონის საცხი უკუნაჩვენებია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერსენსიტიურობის ისტორიის მქონე პაციენტებში.
კანის დაზიანებულ უბნებზე უნდა წაესვას ამეტაზონის საცხის თხელი აპკი, დღეში ერთხელ.
ამეტაზონის საცხთან არ უნდა გამოიყენოთ ოკლუზიური ნახვევები, თუ ამას ექიმი არ გეტყვით. იგი არ უნდა წაესვას საფენის უბნებზე, თუ ბავშვს ჯერ კიდევ საფენები ან პლასტიკური მასალის ტრუსები სჭირდება, ვინაიდან ისინი ოკლუზიურ ნახვევებს წარმოადგენენ.
შეინახეთ 25 C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, ორიგინალურ შეფუთვაში.