ბეტამეტაზონი ნაჩვენებია სხვადასხვა რევმატოლოგიური, დერმატოლოგიური, ალერგიული დაავადებების, შემაერთებელი ქსოვილების სისტემური დაავადებებისა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ, რომლის დროსაც, ჩვეულებრივ, აღინიშნება პასუხი კორტიკოსტეროიდებით მკურნალობაზე.
1 მლ სუსპენზია შეიცავს:
აქტიურ კომპონენტებს: ბეტამეტაზონი (ბეტამეტაზონის დიპროპიონატას სახით) – 5,00 მგ (6,43 მგ) და ბეტამეტაზონი (ბეტამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატის სახით) – 2,00 მგ (2,63 მგ);
დამხმარე კომპონენტებს: მეთილ-პარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილ-პარაჰიდროქსიბენზოატი, ბენზილის სპირტი, მაკროგოლი (4000), ნატრიუმის კარმელოზა, დინატრიუმის ფოსფატი დოდეკაჰიდრატი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, პოლისორბატი 80, ქლორწყალბადის მჟავა (1 M ხსნარი), საინექციო წყალი.
კორტიკოსტეროიდული თერაპია წარმოადგენს დამხმარე თერაპიას და არ ცვლის ზოფად მკურნალობას.
ინტრამუსკულარული შეყვანა:
ბეტამეტაზონი ნაჩვენებია სხვადასხვა რევმატოლოგიური, დერმატოლოგიური, ალერგიული დაავადებების, შემაერთებელი ქსოვილების სისტემური დაავადებებისა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ, რომლის დროსაც, ჩვეულებრივ, აღინიშნება პასუხი კორტიკოსტეროიდებით მკურნალობაზე.
სახსრებსშიდა და პერიარტიკულური შეყვანა, აგრეთვე უშუალო შეყვანა რბილ ქსოვილებში
დამხმარე მოკლეხნიანი თერაპიის სახით (დაავადების მწვავე ფორმის ან გამწვავებისას) ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის დროს.
კანში შეყვანა:
დერმატოლოგიური დაავადებებისას, ადგილობრივი შეყვანა ტერფის ქსოვილებში. დამხმარე მოკლეხნიანი თერაპიის სახით (მწვავე ფორმისას ან არსებული დაავადების გამწვავებისას) ბურსიტისას მყარი მაზოლის, დეზების ფონზე, ტერფის ცერა თითის შეზღუდული მოძრაობის ან ტერფის ცერა თითის დეფორმაციის დროს, სინოვიალური კისტის, მორტონის მეტატარზალური ნევრალგიის, ტენდოსინოვიტის, კუბური ტიპის ძვლის პერიოსტიტის დროს.
ალერგიული მდგომარეობები:
ბრონქული ასთმა, ასთმატური სტატუსი, სეზონური ან წლიური ალერგიული რინიტი, ალერგიული ბრონქიტის მძიმე ფორმა, კონტაქტური დერმატიტის, ატოპიური დერმატიტი, თივის ცხელება, ანგიონევროტული შეშუპება, შრატისმიერი დაავადება, სამკურნალო პრეპარატებზე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ან მწერების ნაკბენები.
რევმატიული დაავადებები:
ოსტეოართრიტი, რევმატოიდური ართრიტი, ბურსიტის, ლუმბაგო, იშიაზი, კოქვიდინია, მწვავე პოდაგრული ართრიტი, კისრის გამრუდება, განგლიოზური კისტა, ანკილოზირებადი სპონდილოართრითი, რადიკულიტი, ექზოსტოზი, ფასციიტის.
დერმატოლოგიური დაავადებები:
ატოპიური დერმატიტის (დისკოიდური ეკზემა), ნეიროდერმიტი (შეზღუდული ნეიროდერმიტი), კონტაქტური დერმატიტი, მზის გამოხატული დერმატიტის, ჭინჭრისციება, ჰიპერტროფიული წითელი ბრტყელი სირსველი, ლიპოიდური დიაბეტური ნეკრობიოზი, ბუდობრივი ალოპეცია, დისკოიდური წითელი მგლურა, ფსორიაზი, კელოიდური ნაწიბურები, ჭეშმარიტი ბუშტუკა, ჰერპეტიფორმული დერმატიტის, კისტოზური ფერიმჭამელები.
შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები:
დისემინირებული სისტემური მგლურას ზოგიერთი სახეობის, კვანძოვანი პერიართრიტის, სკლეროდერმიისა და დერმატომიოზიტის გამწვავებისას და მხარდამჭერი მკურნალობის სახით.
ონკოლოგიური დაავადებები:
დიდებში კეიკოზისა და ლიმფომის პალიატიური თერაპიის სახით, აგრეთვე ბავშვებში მწვავე ლეიკოზის დროს.
სხვა მდგომარეობები:
ადრენოგენიტალური სინდრომი, ჰემორაგიული რეკტოკოლიტი, კრონის დაავადება, სპრუ, სისხლის პათოლოგიური ცვლილებები, რომლის დროსაც აუცილებელია გლუკოკორტიკოიდული თერაპია, ნეფრიტი, ნეფროტული სინდრომი.
თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის პირველადი ან მეორადი უკმარისობის არსებობისას, შეიძლება ჩატარდეს მკურნალობა სამკურნალო საშუალებით პროტაზონი, მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, ერთდროულად უნდა მიიღებოდეს მინერალკორტიკოიდები.
ამპულა შეანჯღრიეთ გამოყენებამდე!
სამკურნალო საშუალების პროტაზონის შეყვანაარ შეიძლება ინტრავენურად და კანქვეშ!
დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად, პაციენტის მოთხოვნილების, დაავადების სახის, მისი სიმძიმისა და პაციენტის ორგანიზმის რეაქციის მიხედვით.
დოზა უნდა იყოს მინიმალური, მიღების პერიოდი კი – მაქსიმალურად ხანმოკლე. საწყისი დოზა უნდა შეირჩეს დამაკმაყოფილებელი კლინიკური ეფექტის მიღებამდე. თუ საკმაო პერიოდის შემდეგ ვერ მიიღწევა საკმარისი კლინიკური ეფექტი, მკურნალობა უნდა შეწყდეს სამკურნალო საშუალების დოზის თანდათანობითი შემცირებით, და ჩატარდეს სხვა მორგებული მკურნალობა. დამაკმაყოფილებელი ეფექტის დროს, საჭიროა ოპტიმალური დოზის განსაზღვრა, საწყისი დოზის შემცირებით (დროის დასაშვები ინტერვალებით), ვიდრე არ მიიღწევა მინიმალური დოზა, რომელიც უზრუნველყოფს ადეკვატურ კლინიკურ ეფექტს.
სისტემური გამოყენება:
სისტემური თერაპიისას სამკურნალო საშუალების საწყისი დოზა, უმეტეს შემთხვევაში, შეადგენს 1-2 მლ. შეყვანა მეორდება საჭიროებისამებრ. სამკურნალო საშუალება შეიყვანება ღრმად ინტრამუსკულარულად დუნდულაში. სამკურნალო საშუალების გამოყენების დოზა და სიხშირე დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობის სიმძემასა და თერაპიულ ეფექტზე. სერიოზული დაავადებებისას როდესაც საჭიროა გადაუდებელი მკურნალობა, მაგალითად, სისტემური წითელი მგლურას დროს ან ასთმატური სტატუსისას, სამკურნალო საშუალების საწყისი დოზა შეიძლება შეადგენდეს 2 მლ.
სხვადასხვა დერმატოლოგიური დაავადებებისას კარგი შედეგი, როგორც წესი, მიიღწევა სამკურნალო საშუალების პროტაზონის 1 მლ რაოდენობით ინტრამუსკულარული შეყვანის დროს; სამკურნალო საშუალების შეყვანა შეიძლება განმეორდეს თერაპიულ ეფექტზე დამოკიდებულებით.
სუნთქვითი სისტემის დაავადებებისას, სიმპტომების შემსუბუქება მიიღწევა რამდენიმე საათში სამკურნალო საშუალების პროტაზონის ინტრამუსკულარული ინექციის შემდეგ.
ბრონქული ასთმის, თივი ცხელების, ალერგიული ბრონქიტისა და ალერგიული რინიტის დროს სომპტომური ეფექტური კონტროლი მიიღწევა სამკურნალო საშუალების 1-2 მლ რაოდენობით შეყვანის შემდეგ.
მწვავე ან ქრონიკული ბურსიტის დროს, ეფექტური შედეგები მიიღწევა სამკურნალო საშუალების პროტაზონის 1-2 მლ რაოდენობით ერთი ინტრამუსკულარული ინექციის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება განმეორდეს სამკურნალო საშუალების შეყვანა.
ადგილობრივი გამოყენება:
ადგილობრივი ანესთეზიის სამკურნალო საშუალების ერთდროული გამოყენება საჭიროა მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში (ინექცია პრაქტიკულად უმტკივნეულოა). თუ სასურველია ანესთეზიის სამკურნალო საშუალების ერთდროული შეყვანა, მაშინ ბეტამეტაზონი შეიძლება შეირიოს (შპრიცში, და არა ფლაკონში) 1% ან 2% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნართან, პროკაინის ჰიდროქლორიდთან ან ანალოგიურ ადგილობრივ ანესთეტიკებთან, სამკურნალო ფორმების გამოყენებით, რომლებიც არ შეიცავენ პარაბენს. აკრძალულია იმ ანესთეტიკების გამოყენება, რომლებიც შეიცავენ მეთილპარაბენს, პროპილპარაბენს, ფენოლსა და სხვა მსგავს ნივთიერებებს. თავდაპირველად სამკურნალო საშუალების პროტაზონის საჭირო დოზა ფლაკონიდან ივსება შპრიცში, შემდეგ კი, ამავე შპრიცში, დაემატება ადგილობრივი ანესთეტიკის საჭირო რაოდენობა და იფერთხება ხანმოკლე დროის პერიოდში.
მწვავე ბურსიტებისას (სუბდელტოიდური, სუბაკრომიალური და პრეპატელარული): სამკურნალო საშუალების პროტაზონის 1-2 მლ რაოდენობის შეყვანამ უშუალოდ სინოვიალურ ჩანთაში, შეიძლება შეამსუბუქოს ტკივილი და სრულიად აღადგინოს მოძრაობის უნარი რამდენიმე საათის განმავლობაში.
ქრონიკული ბურსიტისას: გადაუდებელი მკურნალობის შემდეგ კარგი ეფექტის მიღებისას, სამკურნალო საშუალების დოზა შეიძლება შემცირდეს.
ტენდინიტის, ტენდოსინოვიტისა და პერიტენდინიტისას: დაავადების მწვავე სტადიის დროს, სამკურნალო საშუალების ერთი ინექცია შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს პაციენტის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ქრონიკულის დროს – შეიძლება საჭირო გახდეს სამკურნალო საშუალების განმეორებითი შეყვანა, პაციენტის მდგომარეობაზე დამოკიდებულებით.
რევმატოიდული ართრიტისა და ოსტეოართრიტისას: სამკურნალო საშუალების სახსრებში შეყვანა დოზით 0,5-2 მლ, როგორც წესი, ამცირებს ტკივილს, სახსრების ტკივილანობასა და შეზღუდულ მოძრაობას 2-4 ს განმავლობაში შეყვანის შემდეგ. სამკურნალო საშუალების პროტაზონის თერაპიული მოქმედების ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად ვარირებს ამ ორი დაავადებისას და შეიძლება შეადგენდეს 4 და მეტ კვირას. სამკურნალო საშუალების პროტაზონის სახსრებში შეყვანა კარგად გადაიტანება როგორც სახსრების მხრივ, ისე ახლო მდებარე ქსოვილების მიერ.
სამკურნალო საშუალების რეკომენდებული დოზები:
დიდ სახსრებში შეყვანისას (მაგალითად, მუხლის, მენჯ-ბარძაყის): 1-2 მლ;
საშუალო სახსრებში შეყვანისას (მაგალითად, იდაყვის): 0,5-1 მლ;
მცირე სახსრებში შეყვანისას (მაგალითად, მაჯის სახსრები); 0,25-0,5 მლ.
კანის დაავადებებისას: დერმატოლოგიური დაავადებების დროს ეფექტურია სამკურნალო საშუალების პროტაზოლის შეყვანა უშუალოდ დაზიანების კერაში. ეფექტი დაზიანების ზოგიერთი მონაკვეთის მიმართ, რომლებზეც სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება უშუალოდ, შეიძლება დაკავშირებული იყოს სამკურნალო საშუალების არც ისე დიდ სისტემურ ეფექტთან.
დოზა შეადგენს 0,2 მლ/სმ2. სამკურნალო საშუალება შეყავთ კანში (არა კანქვეშ) ტუბერკულინური შპრიცის მეშვეობით ნემსითდიამეტრით 26 G. ყველა დაზიანების მონაკვეთზე შეყვანილი სამკურნალო საშუალების ზოგადი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 მლ.
გლუკოკორტიკოიდური თერაპიის მიმართ მგრძნობიარე ტერფების დაავადებებისას: მაზოლის ფონზე ბურსიტის დროს ეფექტური შეიძლება იყოს სამკურნალო საშუალების ორი თანმიმდევრული ინექციის გამოყენება, თითო ინექცია 0,25 მლ. სხვა დაავადებებისას, როგორიცაა ტერფის ცერა თითის შეზღუდული მოძრაობა (Hალლუხ ღიგიდუს), ტერფის მეხუთე თითის ვარუსული დეფორმაცია, აგრეთვე მწვავე პოდაგრული ართრიტი, გაუმჯობესება შეიძლება დადგეს ძალიან სწტაფად. ტუბერკულინური შპრიცი ნემსით 25 G სიგრძით 1,9სმ, მიესადაგება უმრავლესობა ინექციას ტერფში.
რეკომენდებული დოზები (ინტერვალებით ინექციებს შოროს დაახლოებით 1 კვირა) შეადგენს:
ბურსიტისას:
მყარი მაზოლის ფონზე - 0,25-0,5 მლ;
დეზებისას – 0,5 მლ;
ტერფის ცერათითის ვარუსული დეფორმაციისას – 0,5 მლ;
სინოვიალური კისტისას - 0,25-0,5 მლ;
მორტონული მეტატარზალური ნევრალგიისას - 0,25-0,5 მლ;
ტენდოსინოვიიტისას - 0,5 მლ;
კუბის ფორმის ძვლის პერიოსტიტისას - 0,5 მლ;
მწვავე პოდაგრული ართრიტისას – 0,5-1 მლ.
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში ტემპერატურაზე 25C
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.