პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
სუსპენზია ინექციისათვის 2 მგ+5 მგ/1 მლ: ამპ. 1 და 5 ც.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლუკოკორტიკოსტეროიდები
ჩვენებები
დიპროსპანის სუსპენზია ნაჩვენებია მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რომელთა თერაპია შესაძლებელია კორტიკოსტეროიდული პრეპარატებით. კორტიკოსტეროიდული ჰორმონული თერაპია წარმოადგენს დამხმარე თერაპიას და არ ცვლის ჩვეულებრივ თერაპიას.
ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების დროს:
რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, ბურსიტი, სპონდილიტი, ეპიკონდილიტი, რადიკულიტი, იშიალგია, ლუმბაგო, განგლიოზური კისტა, ტორტიკალური ეგზოსტოზი, ფასციტი, ქრონიკული ბრონქული ასთმა, ანგიონევროზული შეშუპება, ალერგიული ბრონქიტი, სეზონური და ქრონიკული (მუდმივი) ალერგიული რინიტი, რეაქცია წამლებზე, სისხლმბადი ორგანოების დაავადებები, მწერების ნაკბენი, ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმატიტი, კონტაქტური დერმატიტი, ძლიერი მზისმიერი დერმატიტი, ჭინჭრის ციება, ლიპოიდური ნეკრობიოზი, ბუდობრივი ალოპეცია, დისკოიდური ერითემატოზული მგლურა, ფსორიაზი, კელოიდები, ჰერპესული დერმატიტი, კისტოზური ფერიმჭამელები, გაფანტული ერითემატოზული წითელი მგლურა, სკლეროდერმია, დერმატომიოზიტი, კვანძოვანი პერიარტერიტი, ლეიკემიის და ლიმფომების პალიატიური მკურნალობისათვის მოზრდილებში, მწვავე ლეიკემია ბავშვებში.
ადრენოგენიტალური სინდრომი, წყლულოვანი კოლიტი, რეგიონული ილეიტი, მალაბსორბციის სინდრომი, თვალის ლორწოვანის დაზიანება, ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი.
პირველადი და მეორადი ადრენოკორტიკოიდული უკმარისობა; საჭიროების შემთხვევაში საჭიროა მინერალოკორტიკოსტეროიდების შეყვანა.
მიღების წესები და დოზები
ინდივიდუალურია.
სისტემური გამოყენება:
სისტემური თერაპიის ჩასატარებლად მკურნალობას იწყებენ 1-2 მლ-ით და იმეორებენ რამოდენიმეჯერ.
დოზირება და გამოყენების სიხშირე დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და პრეპარატის მიმართ რეაქციაზე. პრეპარატის საწყისი დოზა შეიძლება შეადგენდეს 2 მლ მძიმე მდგომარეობისას, მათ შორის ერითემატოზული წითელი მგლურას ან ასთმური შეტევის დროს.
ადგილობრივი გამოყენება:
ზოგ შემთხვევაში საჭიროა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების და კორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენება. ამ შემთხვევაში, დიპროსპანის სუსპენზია შეიძლება შერეულ იქნას (შპრიცში და არა ფლაკონში) 1% ან 2 % ლიდოკაინის ან პროკაინის ხსნართან.
სხვა შემთხვევებში დოზირება ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე.
მწვავე ბურსიტის დროს დიპროსპანის 1-2 მლ სუსპენზია შეჰყავთ სინოვიალურ ჩანთაში. ქრონიკული ბურსიტის მკურნალობა ტარდება უფრო ნაკლები დოზების დანიშვნით.
პრეპარატის დოზით 0.5-2 მლ სახსარშიგნით გამოყენება ამცირებს რევმატოიდული ართრიტით და ოსტეოართრიტით გამოწვეულ ტკივილებს.
პრეპარატის სახსარშიდა გამოსაყენებლად რეკომენდებულია შემდეგი დოზები:
- დიდი ზომის სახსრები _ 1-2 მლ;
- საშუალო ზომის სახსრები – 0.5-1 მლ;
- მცირე ზომის სახსრები – 0.25-0.5 მლ;
თერაპიული ეფექტის მიღწევის შემდეგ შერჩეული უნდა იქნას პრეპარატის შემანარჩუნებელი დოზა.
როდესაც საჭიროა ხანგრძლივი მკურნალობის კურსის შეწყვეტა, პრეპარატის დოზა მცირდება თანდათან.
უკუჩვენება
დიპროსპანის სუსპენზიის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომლებსაც აღენიშნებათ სისტემური სოკოვანი დაავადებები, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევბში, როდესაც პრეპარატის პოტენციური სარგებლიანობა დედისთვის აღემატება ნაყოფზე მოქმედებით გამოწვეულ მოსალოდნელ რისკს.
ლაქტაციის დროს საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება 2-25C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
123348