ზანიდიპ-რეკორდატი ტაბლეტი 10მგ #28

ზანიდიპ-რეკორდატი ტაბლეტი 10მგ #28

იტალია

რეკორდატი
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 28ც.
1 ტაბ.
ლერკანიდიპინის ჰიდროქლორიდი . . . . . 10 მგ
ექვივალენტურია 9.4 მგ ლერკანიდიპინის
1 ტაბ.
ლერკანიდიპინის ჰიდროქლორიდი . . . . . 20 მგ
ექვივალენტურია 18.8 მგ ლერკანიდიპინის
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პოვიდონი K30, მაგნიუმის სტერეატი, ჰიპრომელოზა, ტალკი, ტიტანის ორჟანგი (E171), მაკროგოლი 6000, რკინის ოქსიდი (E171).

ჩვენებები
ზანიდიპი ინიშნება მაღალი წნევის, ეგრეთწოდებული არტერიული ჰიპერტენზიის დროს. მიიღება 18 წელზე ზემოთ ასაკის პაციენტებში. არ არის რეკომენდებული 18 წელზე ქვემოთ.

მიღების წესები და დოზები
მიიღეთ ზანიპიდი ექიმის დანიშნულების მიხედვით. ჩვეულებრივ მიიღება ზანიდიპის 10 მგ 1 შემოგარსული ტაბლეტი დღეში ერთხელ, ერთი და იგივე დროს, სასურველია დილით საუზმემდე 15 წუთით ადრე, რადგან ცხიმიანი საკვები მნიშვნელოვნად ზრდის მედიკამენტის დონეს სისხლში. საჭიროების შემთხვევაში თქვენმა ექიმმა შესაძლოა დოზა გაზარდოს.
რეკომენდირებულია ტაბლეტის წყალთან ერთად მთლიანად მიღება.
უკუჩვენება
არ მიიღოთ ზანიდიპი:
- თუ გაქვთ ალერგია ლერკანიდიპინის მიმართ;
- თუ გაქვთ ალერგია ზანიდიპის შემადგენელი სხვა ინგრედიენტების მიმართ;
- თუ გაქვთ ალერგიული რეაქციები ზანიდიპის ტაბლეტების მსგავსი მედიკამენტების (როგორიც არის ამლოპიდინი, ნიკარდიპინი, ფელოდიპინი, ისრადიპინი, ნიფედიპინი ან ლაციდიპინი) მიმართ;
- ორსულობის ან ლაქტაციის დროს ან თუ გეგმავთ დაორსულებას და არ იყენებთ დამცავ საშუალებებს;
- თუ ღებულობთ ზანიდიპს და ფიქრობთ რომ ორსულად ხართ მიმართეთ თქვენს ექიმს;
- თუ გაწუხებთ გარკვეული გულის დაავადებები: გულის არაკონტროლირებადი უკმარისობა;
ობსტრუქცია გულისა და მაგისტრალურ სისხლძარღვებს შორის; არასტაბილური სტენოკარდია (ფარული ან პროგრესულად ზრდადი სტენოკარდია); გულის შეტევიდან ერთი თვის მანძილზე;
- თუ გაწუხებთ თირკმლების ან ღვიძლის მწვავე უკმარისობა;

განსაკუთრებული მითითებები
მიმართეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს თუ აღმოგაჩნდათ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები:
- გულის გარკვეული მდგომარეობა ან გულის რითმის დარღვევა;
- თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები ან იტარებთ დიალიზს.
თუ გაქვთ შეუთავსებლობა ლაქტოზასთან, გალაქტოზასთან, გალაქტოზემია ან გლუკოზა/გალაქტოზა მალაბსორბციის სინდრომი, რადგან ზანიდიპინის 20 მგ ტაბლეტები შეიცავს 30 მგ ლაქტოზას.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
რეკორდატი
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
ლერკანიდიპინი
დოზა
10მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
28
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი