პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: თითოეული აპკით შემოგარსული 10 მგ ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს: ატორვასტატინის კალციუმი - 10,34 მგ, რომელიც არის 10 მგ ატორვასტატინის ექვივალენტი; დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა - 54,40 მგ, ლაქტოზის მონოჰიდრატი- 54,95 მგ, კალციუმის კარბონატი-5,00 მგ, პოვიდონი-5,00 მგ, კოლოიდული სილიკონის დიოქსიდი-5,00 მგ, კროსკარმელოზას ნატრიუმი-7,00 მგ, მაგნიუმის სტეარატი -3,00 მგ. აპკის გარსი: ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა-4,10 მგ, მაკროგოლი 6000-1,20 მგ, ტიტანის დიოქსიდი-0,60 მგ, ტალკი-1,20 მგ, საღებავი რკინის ოქსიდი წითელი-0,07 მგ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰიპოლიპიდემიური საშუალება. ჰმგ-კოენზიმ A რედუქტაზას ინჰიბიტორები.
ჩვენებები: პირველადი ჰიპერქოლესტერინემია მოზრდილებში, ბავშვებსა და მოზარდებში, შერეული დისლიპიდემია, ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია, როდესაც დიეტოთერაპია და სხვა არამედიკამენტური მკურნალობის მეთოდები არასაკმარისად ეფექტურია; გულ-სისხლძარღვთა გართულებების პროფილაქტიკა.
დოზირება და მიღების წესი: ვაზატორით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტები უნდა იქნან გადაყვანილი სტანდარტულ დიეტასა და წონის შემცირების პროგრამაზე. ჰიპერქოლესტერინემია და შერეული დისლიპიდემია: შემთხვევათა უმეტესობაში საკმარისია 10 მგ ერთხელ დღეში. თერაპიული ეფექტი შეიმჩნება მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირაში. ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია: პრეპარატი ინიშნება დოზით 80 მგ დღეში ერთხელ. არ გამოიყენება დღეში 10 მგ-იანი დოზით 4 ტაბლეტზე მეტის მიღება. შეუძლებელია ჩანაცვლება 20 მგ ტაბლეტების 10 მგ-იანით 80 მგ დღიური დოზის შესავსებად.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; ღვიძლის დაავადება აქტიურ სტადიაში ან გაურკვეველი წარმოშობის ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება ნორმაზე 3-ჯერ და მეტად; 18 წლამდე ასაკი; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; ლაქტაზას უკმარისობა, ლაქტოზის აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია. სიფრთხილით ინიშნება შემდეგ შემთხვევებში: ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, ღვიძლის დაავადების ანამნეზი, წყლის-ელექტროლიტის ბალანსის რთული დარღვევა, ენდოკრინული და მეტაბოლური დარღვევები, ჰიპოტონია, რთული მწვავე ინფექცია, არაკონტროლირებული ეპილეფსია, გაფართოებული ქირურგია, ტრავმა, ძვალ-კუნთოვანი დაავადებები.
განსაკუთრებული მითითებები: ღვიძლის ფუნქციის კონტროლი საჭიროა თერაპიის დაწყებამდე, ატორვასტატინის მიღების დაწყებიდან 6 და 12 კვირის შემდეგ, დოზის ყოველის გაზრდის შემდეგ, ასევე გარკვეული პერიოდულობით, მაგალითად, ყოველ 6 თვეში.
ორსულობა და ლაქტაცია: უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
119541