ტრიფასი ტაბლეტი 10მგ #30

ტრიფასი ტაბლეტი 10მგ #30

იტალია

ბერლინ-ჰემ მენარინი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - ტორასემიდი
პრეპარატ ტრიფასი® 10-ის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ტორასემიდი და მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სახელწოდებით მარყუჟოვანი დიურეზულები.
ტორასემიდს აქვს შარდმდენი მოქმედება, ასევე ამცირებს არტერიულ წნევას.

ტრიფასი® 10 გამოიყენება მოზრდილებში სამკურნალოდ და რეციდივის პროფილაქტიკისთვის:
ქსოვილებში სითხის შეკავებისას (შეშუპება) ან/და
სხეულის ღრუებში სითხის შეკავებისას, (ექსუდატი) რაც გამოწვეულია გულის ფუნქციის დარღვევით (გულის კუნთის სისუსტით).
არ შეიძლება ტრიფასი® 10-ის გამოყენება, თუ თქვენ:
გაქვთ ალერგია
მოქმედ ნივთიერება ტორასემიდზე
ტორასემიდის მსგავსი ქიმიური სტრუქტურის ნივთიერებებზე (სულფონილშარდოვანას წარმოებულები)
მოცემული სამკურნალო საშუალების ნებისმიერ სხვა კომპონენტზე (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში)
გაქვთ თირკმლის უკმარისობა შარდის გამომუშავების შეწყვეტით (ანურია)
გაქვთ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა ცნობიერების არევით (ღვიძლის კომა ან ღვიძლის პრეკომა)
გაქვთ დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტონია)
გაქვთ სისხლის მოცულობის შემცირება (ჰიპოვოლემია)
გაქვთ ნატრიუმის ან კალიუმის დეფიციტი (ჰიპონატრიემია, ჰიპოკალიემია)
ადგილი აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორების არსებობას, რომლებიც ხელს უშლის შარდის გადინებას (მაგალითად, წინამდებარე ჯირკვლის მნიშვნელოვანი გადიდება)

ძუძუთი კვების დროს
ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები
ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში პრეპარატ ტრიფასი® 10-ის გამოყენების გამოცდილება არ არის, ამიტომ მათთვის არ შეიძლება ამ პრეპარატის მიღება.

ზემოქმედება დოპინგ-ტესტების შედეგებზე და არასათანადო გამოყენება დოპინგის სახით
პრეპარატ ტრიფასი® 10-ის მიღებამ შესაძლოა, გამოიწვიოს დოპინგ ტესტების დადებითი შედეგის პროვოცირება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე ორსულობაზე ეჭვის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა
პრეპარატ ტრიფასი® 10-ის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ მკურნალი ექიმის დანიშნულებით. ორსულებს პრეპარატი ენიშნებათ მინიმალური დოზით.
პრეპარატ ტრიფასი® 10-ის ნაყოფზე ზემოქმედება დადგენილი არ არის.

ძუძუთი კვების პერიოდი
ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა პრეპარატ ტრიფასი® 10-ის მოქმედი ნივთიერება დედის რძეში. ამიტომ, ამ პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდებული. ძუძუთი კვების დროს პრეპარატ ტრიფასი® 10-ით მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვებაზე უარის თქმა.
დოზირება
რეკომენდებული საწყისი დოზა – პრეპარატ ტრიფასი® 10-ის ქ ტაბლეტი ერთხელ დღე-ღამეში (შეესაბამება 5 მგ ტორასემიდს).
ჩვეულებრივ ეს დოზა გამოიყენება მკურნალობის ბოლომდე.

პრეპარატის არასაკმარისი ეფექტიანობის შემთხვევაში ექიმს შეუძლია, გაზარდოს მისი დოზა ერთ ტაბლეტამდე დღეში (შეესაბამება 10 მგ ტორასემიდს). ამასთან, ექიმი ითვალისწინებს თქვენი დაავადების სიმძიმეს. საჭიროების შემთხვევაში, პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს ორ ტაბლეტამდე დღეში (შეესაბამება 20 მგ ტორასემიდს).

ასევე, ამისთვის შესაფერისია 5 მგ ტორასემიდის შემცველი სამკურნალწამლო ფორმა (ტრიფასი® ჩორ).
რეკომენდაცია ტაბლეტის გაყოფასთან დაკავშირებით
გამყოფი ტიხარი ტაბლეტის ერთ მხარეს შესაძლებელს ხდის მარტივად გადავტეხოთ ის თანაბარ ნაწილებად. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ შევარჩიოთ პრეპარატის ოპტიმალური დოზა თითოეული პაციენტისთვის.
გამოყენების წესი
ტაბლეტები მიიღება დილით, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით. პრეპარატის მიღება არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე.

გამოყენების ხანგრძლივობა
პრეპარატ ტრიფასი® 10-ით მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.

მწარმოებელი
ბერლინ-ხემი აგ (მენარინი გრუპი)
გლინიკერ ვეგ 125
12489 ბერლინი
გერმანია
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბერლინ-ჰემ მენარინი
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
ტორასემიდი
დოზა
10მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი