სივაბი ტაბლეტი 5მგ #14

სივაბი ტაბლეტი 5მგ #14

პაკისტანი

გეტზ ფარმა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - ivabradin
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 5მგ და 7.5მგ

სივაბი ტაბლეტები 5მგ
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
ივაბრადინის ჰიდროქლორიდს რომელიც ექვივალენტურია 5მგ ივაბრადინის.

სივაბი ტაბლეტები 7.5მგ
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
ივაბრადინის ჰიდროქლორიდს რომელიც ექვივალენტურია 7.5მგ ივაბრადინის.
თერაპიული ჩვენებები:
სივაბის (ივაბრადინი) ტაბლეტები ინიშნება შემდეგი მდგომარეობების მკურნალობის მიზნით:

დოზირება და მიღების წესი:
სივაბის (ივაბრადინი) ტაბლეტების მიღება ხდება დღეში ორჯერ, პერორალურად ანუ დილას და საღამოს საკვებთან ერთად.
კორონარული არტერიების დაავადების მკურნალობა (CAD)
ივაბრადინის ჩვეულებრივი რეკომენდებული სტანდარტული დოზაა 5მგ ორჯერ დღეში. მკურნალობის დაწყებიდან სამი ან ოთხი კვირის შემდეგ თერაპიულ ეფექტურობაზე დაყრდნობით, დოზა შესაძლებელია გაიზარდოს 7.5მგ-მდე ორჯერ დღეში. იმ შემთხვევაში თუ მკურნალობის პროცესში გულისცემის სიხშირე შემცირდა 50 დარტყმამდე წუთში მოსვენებულ მდგომარეობაში ან პაციენტი აღნიშნავს ბრადიკარდიასთან დაკავშირებულ სიმპტომებს, უნდა მოხდეს დოზის შემცირება 2.5მგ-მდე დღეში ორჯერ მისაღებად (5მგ ტაბლეტის ერთი ნახევარი დილით და მეორე ნახევარი საღამოს). მკურნალობა უნდა შეწყდეს თუ გულისცემის სიხშირე ჩამოვიდა უფრო ქვევით ვიდრე 50 დარტყმა წუთში და ბრადიკარდიასთან დაკავშირებული სიმპტომები კვლავ გრძელდება.

გვერდითი მოვლენები:
ივაბრადინის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენაა ოპტიკური ფენომენი, ვიზუალური თვალსაზრისით (phosphenes), სხვა გვერდით რეაქციებს მიეკუთვნება ბუნდოვანი მხედველობა, ბრადიკარდია, რომელიც შეიძლება იყოს მწვავე და ასევე სხვა კარდიალური არითმიები, გულისრევა, ყაბზობა, დიარეა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ქოშინი და კუნთური კრამპები, ჰიპერურიკემია, ეოზინოფილია, ასევე აღწერილი იყო კრეატინინის მომატებული კონცენტრაცია სისხლში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
გეტზ ფარმა
ქვეყანა
პაკისტანი
ჯენერიკი
ივაბრადინი
დოზა
5მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
14
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი