სეტალი MR ტაბლეტი 35მგ #60

სეტალი MR ტაბლეტი 35მგ #60

პოლონეთი

პოლფარმექსი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - trimetazidine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები → ქსოვილებში მეტაბოლიზმის და ენერგომომარაგების გასაუმჯობესებელი და ქსოვილების ჰიპოქსიის შესამცირებელი პრეპარატები

შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - ტრიმეტაზიდინის დიჰიდროქლორიდის 35 მგ-ს

ჩვენებები
- კარდიოლოგია: გულის იშემიური დაავადების ხანგრძლივი მკურნალობა: სტენოკარდიული შეტევების პროფილაქტიკა (მონოთერაპია ან კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
- ოტორინოლარინგოლოგია: იშემიური ეტიოლოგიის კოხლეო-ვესტიბულარული დარღვევები თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, სმენადობის დაქვეითება);
- ოფთალმოლოგია: იშემიური კომპონენტებით მიმდინარე ქორიორეტინალური დარღვევები.

მიღების წესები და დოზები
ინიშნება თითო ტაბლეტი დღეში ორჯერ ჭამის დროს, დილას და საღამოს. მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია.

გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად - გულისრევა, ღებინება. შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება
ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები
ლაქტაციის პერიოდში,დანიშვნის აუცილებლობისას, რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა, ვინაიდან არ არის დადგენილი გამოიყოფა თუ არა იგი დედის რძესთან ერთად. პრეპარატი განკუთვნილია სტენოკარდიის ბაზისური თერაპიისთვის და არა შეტევების კუპირებისთვის. პრეპარატი არ გამოიყენება არასტაბილური სტენოკარდიის და მიოკარდიუმის ინფარქტის საწყისი თერაპიის მიზნით. არ არის რეკომენდებული გამოყენება პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, როცა კკ ნაკლებია 15 მლ/წთ და ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევების დროს. ტრიმეტაზიდინის სხვა მედიკამენტებზე გავლენა და დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის. პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვასა და აქტიური სამუშაოების შესრულების შესაძლებლობაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
პოლფარმექსი
ქვეყანა
პოლონეთი
ჯენერიკი
ტრიმეტაზიდინი
დოზა
35მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
60
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი