პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - metoprolol
მეტაზერო 23.75 მგ გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტები
მეტაზერო 47.5 მგ გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტები
მეტაზერო 95 მგ გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტები
მეტოპროლოლის სუქცინატი მიეკუთვნება ე.წ. ბეტა-ბლოკერების პრეპარატთა ჯგუფს. მეტოპროლოლი ამცირებს გულზე სტრესის ჰორმონების მოქმედებას ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვის დროს. ამგვარად ის ანელებს გულის მოქმედებას (გულის რითმი მცირდება).
მეტაზერო გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
- მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია)
- გულისათვის არასაკმარისი ჟანგბადის მიწოდებით გამოწვეული ძლიერი ტკივილი გულ-მკერდის არეში (სტენოკარდია)
- გულის არარეგულარული ცემა (არითმია)
- გულის არაორგანული (ფუნქციონალური) პათოლოგია, რომელიც იწვევს პალპიტაციებს,
- გულის სტაბილური უკმარისობა სიმპტომებით (როგორიცაა ქოშინი, ან კოჭების შეშუპება), როდესაც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან კობინაციაში.
მეტაზეროს გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტების დოზირებული ფორმა
უზრუნველყოფს პრეპარატის თანაბარ სადღეღამისო ეფექტს და ის მიიღება დღეში
ერთჯერ - დილას, ჭიქა წყლის დაყოლებით.
მეტაზეროს 23.75 მგ გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტების გაყოფა შესაძლებელია ორ თანაბარ დოზად.
მეტაზეროს 47.5 მგ გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტების გაყოფა შესაძლებელია ორად: გადაყლაპვის გაადვილების მიზნით და არა ორ თანაბარ დოზად დასაყოფად.
არ დაღეჭოთ, ან დაფხვნათ მეტაზეროს ტაბლეტი, ან ტაბლეტის გაყოფილი ნაწილი. პრეპარატი მიიღება სითხის დაყოლებით.
დოზირება
მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია):
47.5მგ-დან 95მგ-მდე მეტოპროლოლის სუქცინატი (50-100 მგ მეტოპროლოლის ტარტრატი) ერთჯერ დღეში.
ძლიერი ტკივილი გულ-მკერდის არეში (სტენოკარდია):
95-190 მგ მეტოპროლოლის სუქცინატი (100-200 მგ მეტოპროლოლის ტარტრატი) ერთჯერ დღეში.
გულის დაავადება, გულის პალპიტაციები:
95 მგ მეტოპროლოლის სუქცინატი (100მგ მეტოპროლოლის ტარტრატი) ერთჯერ დღეში.
შაკიკის პრევენცია:
95-190 მგ მეტოპროლოლის სუქცინატი (100-200 მგ მეტოპროლოლის ტარტრატი) ერთჯერ დღეში.
ორსულობა და ლაქტაცია
ბეტა-რეცეპტორების ბლოკერებმა (მეტაპროლოლის ჩათვლით) შეიძლება შეამცირონ გულის რითმი ნაყოფსა და ახალშობილებში. მეტაზეროს გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. თუ ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პერიოდში, ან თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
123284