კაპტოპრილი 50მგ – სწრაფმოქმედი ACE-ინჰიბიტორი წნევის მკვეთრი მომატების დროს. ნორმონი, 30 ტაბლეტი.
კაპტოპრილი
კაპტოპრილი ნორმონი
აქტიური ნივთიერებაა კაპტოპრილი.
ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო საშუალება, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორი.
არტერიული ჰიპერტენზია: რეკომენდებული საწყისი დოზაა 25–50 მგ კაპტოპრილი დღე-ღამეში, 2 დოზად. არტერიული წნევის სასურველი მაჩვენებლის მისაღწევად დოზა შესაძლებელია თანდათან გაიზარდოს საჭიროებისამებრ 100–150 მგ-მდე, 2 დოზად. დოზის მომატებებს შორის აუცილებელია სულ მცირე 2-კვირიანი ინტერვალის დაცვა.
გულის ქრონიკული უკმარისობა: კაპტოპრილის საწყისი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 6.25–12.5 მგ-ს, დღეში 2–3-ჯერ. დოზა უნდა გაიზარდოს თანდათან, პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის გათვალისწინებით. შემანარჩუნებელი დოზაა 75–100 მგ დღე-ღამეში, გაყოფილი რამდენიმე დოზად. მაქსიმალური დოზაა 150 მგ დღე-ღამეში, გაყოფილი რამდენიმე დოზად.
ხანდაზმულ და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია დოზის შემცირება მკურნალი ექიმის მიერ, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე.
ბავშვები და მოზარდები: საწყისი დოზა შეადგენს დაახლოებით 0.3 მგ-ს სხეულის მასის კგ-ზე. თირკმლის უკმარისობის მქონე დღენაკლულებში, ახალშობილებსა და ჩვილ ბავშვებში საწყისი დოზა შეადგენს 0.15 მგ-ს სხეულის მასის კგ-ზე.
პრეპარატი განკუთვნილია შიგნით მისაღებად. კაპტოპრილის მიღება შესაძლებელია კვებათა შორის ინტერვალში. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს 1 ჭიქა წყალთან ერთად. ტაბლეტი შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ დოზად.
მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ან ფიქრობს, რომ შეიძლება იყოს ორსულად, ან აპირებს დაფეხმძიმებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევისათვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
კაპტოპრილის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ ეტაპზე და ლაქტაციის პერიოდში. უკუნაჩვენებია მისი მიღება ორსულობის პირველი ტრიმესტრის შემდეგ.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცვის მიზნით ინახება ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
რეცეპტით.